• რეკლამა
  • კონტაქტი
04:34, შაბათი, 18 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დავით გარეჯის თემა პოლიტიკური ქულების დასაწერად არცერთმა მხარემ არ უნდა გამოიყენოს”- ფიქრია ჩიხრაძე

ალია ავტორი - ალია
17:25 09-30-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

„დიდ იმედს ვიტოვებ, რომ გარკვეულ დოკუმენტებს ვიღაც პოლიტიკური ქულების დასაწერად არ იყენებს და რეგიონში ისედაც გართულებულ მდგომარეობას უფრო არ გაართულებს,“-ამის შესახებ „ლელოს“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა და დავით გარეჯის საკითხი ეროვნული მნიშვნელობის თემად  შეაფასა.

„ვისაც დავით გარეჯის თემა ნამდვილად ადარდებს, ის პროკურატურის მეშვეობით წინასაარჩევნო პერიოდში საგამოძიებო მოქმედებს არ დააანონსებდა და არ დაიწყებდა.

აქტიურად ვარ ჩართული დავით გარეჯის შემსწავლელ ღონისძიებებში და ყველაფერში, რაც გარეჯის თემას და მისი პრობლემების მოგვარებას ეხება. ვიცით, რომ ჩვენთვის ცნობილი დოკუმენტების გარდა, არსებობს ფარული დოკუმენტებიც, რომელზეც, სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოს ხელი არ მიუწვდება. თუკი რაიმე მასალა არსებობს, რომ ვიღაც შეგნებულად უმალავდა  სამუშაო კომისიას ამ დოკუმენტებს და დღეს გაცოცხლდა პოლიტიკური ქულების დასაწერად, ისე, რომ მოსალოდნელი შედეგი არ გათვლა, ამ ფაქტს  ქართული საზოგადოება ვერავის აპატიებს.   გარეჯის საკითხი არის ძალინ ფაქიზი თემა ყველა ჩვენგანისთვის, რომელიც ეხება ეროვნულ სიმებს. ამავდროულად, არის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – აზერბაიჯანთან ურთიერთობის თემა  და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ სამხრეთ კავკასიაში ისედაც დაძაბულ ვითარებაში, ვინმეს არ აქვს განზრახვა, რომ ცეცხლზე ნავთს დაასხამს გაუაზრებელი ქმედებით,“-აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.      

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. მოცემული ეტაპისთვის გამოძიება, სხვა საკითხებთან ერთად, სწავლობს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას.

თეგები: ლელო საქართველოსთვისფიქრია ჩიხრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved