• რეკლამა
  • კონტაქტი
13:16, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავიჯეროთ, რომ 50 ათას ლარს დღეში ემიგრანტები რიცხავენ? – მდინარაძის კითხვა რიონის ხეობის მცველებს და ემიგრანტებს

ალია ავტორი - ალია
19:53 05-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნამახვანჰესის“ აქციების დაფინანსების საკითხზე საუბრისას განაცხადა:

„ეს კითხვები საჭიროებს სწორ განმარტებას. არ ვიცი, რამდენად დამაჯერებელია, რომ ემიგრანტები ამას უზრუნველყოფენ. არ ვიცი, რამდენად შეიძლება, დავიჯეროთ, რომ 50 ათას ლარს დღეში ემიგრანტები რიცხავენ. ეთერში არ ჯდები და დებატებში მონაწილეობას არ იღებ, არგუმენტებს ზოგადად ამბობ და ხარვეზებზე მიუთითებ, რომელ ხარვეზებზეც იცი, რომ უდიდესი ნაწილი, რომელიც ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს, აღმოფხვრილია. შეიძლება, რაღაც დეტალებზე საუბარი კიდევ გავაგრძელოთ, ამ დროს პირიქით, ამატებ მოთხოვნას, რომ არა თუ „ნამახვანჰესი“, არამედ უნდა გაჩერდეს ყველა ჰესი და საქართველოს ენერგეტიკას სერიოზული ზიანი მიაყენოს. ეს არ მგონია სწორი მიდგომა იყოს.

ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა ქართულ ინტერესებში ნამდვილად არ ზის. ასევე არ ზის ხელოვნური, აბსოლუტურად ჰაერიდან მოტანილი და გაბერილი კრიზისი ქართულ ინტერესებში. თუ ვხედავთ, რომ ამ ქვეყანაში გარკვეული ჯგუფი არის, რომელიც როგორც ხელოვნურ კრიზისს, ასევე აქციებს უზრუნველყოფს რეალურად ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ, აქ რა თქმა უნდა, მთლად კეთილმოსურნის კვალი არ შეიძლება, დავინახოთ“

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე დარწმუნებით ამბობს, რომ იცის, აქცია დაფინანსებულია დიდი ფულით, მამუკა მდინარაძე კი, მხოლოდ მოსაზრებას გამოთქვამს და მისი არგუმენტია ვარაუდია – “დავიჯეროთ, რომ 50 ათას ლარს დღეში ემიგრანტები რიცხავენ”. რის საფუძველზე საუბრობს კობახიძე მტკიცებით ფორმაში და რატომ არ აცნობს გუნდის წევრებს იმ ინფორმაციას, რასაც მისივე თქმით, ფლობს, უცნობია.

ვიცით, რომ დაფინანსებულია დიდი ფულით, ჩვენი ვალია, საზოგადოებას ეს ინფორმაცია მივაწოდოთ – ირაკლი კობახიძე

თეგები: მამუკა მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved