• რეკლამა
  • კონტაქტი
23:05, შაბათი, 1 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დავიღალე მათ ცხოვრებაზე ფიქრით, ერთი განსაკუთრებულად მიყვარს…”

ალია ავტორი - ალია
15:44 06-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

„მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ „მთავარ აქცენტებში“ ისაუბრა:

„ბევრი ვიფიქრე მეთქვა თუ არა სიტყვა, რომელიც არ მიყვარს მაინც და მაინც, მაგრამ ხშირად ვიყენებ ხოლმე შიდა ძალიან ინტიმურ წრეში, ადამიანებთან რომლებთანაც ვცხოვრობ, ოჯახის წევრებს ვგულისხმობ – დავიღალე.

არა 8 წლიანი ომით დამპყრობელთან, რომელსაც ადგილზე ივანიშვილი წარმოადგენს, მაგრამ ეს რუსეთია, არა ამით არა.

არა 8 წლიანი ომით, საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოებისთვის. არა ამით არა.

არა 8 წლიანი ომით ტელევიზიის, ჯერ ერთის მერე მეორის, შენარჩუნების, ფინანსების შოვნის, ზრუნვის – საეთერო ბადეზე, კონტენტზე, სხვა დეტალებზე აღარ გადაგღლით, არა ამით არა.

დავიღალე პასუხისმგებლობით, საკუთარი გუნდის წევრების წინაშე. დავიღალე იმიტომ, რომ ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და უნდა იყოს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი.

ვიღაცას არ სჯერა, ბევრს არ სჯერა, შეიძლება ჩემი გუნდის წევრებსაც არ გჯერათ ბევრს ან ცოტას. მაგრამ ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია.

იმიტომ, რომ საკუთარ ცხოვრებაზე გადაწყვეტილებას ვიღებ მე, საკუთარ თავს ვაკონტროლებ, ვიცი როგორ უნდა მოვიქცე, როდის რა უნდა გავაკეთო, ჩემი აზრით შეიძლება არასწორად.

სხვების ცხოვრებაზე გადაწყვეტილების მიღება დამღლელი და სტრესულია, არადა მე ამას 8 წელია დაჟინებით ვაკეთებ. როგორ? ვარწმუნებ ადამიანებს, რომ ისინი სწორად ცხოვრობენ, ის რასაც ისინი გამოხატავენ, აკეთებენ და ემსახურებიანა არის სწორი და ამაში არ ვიტყუები, ამაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ წავახალისო, გავამხნევო და კიდევ გავაკეთებინო ის რასაც აკეთებენ და აკეთებენ ყველაზე კარგად.

დავიღალე ჩემი გმირების უსაფრთხოებაზე, ცხოვრებაზე, კეთილდღეობაზე და მათ საბოლოო გამარჯვებაზე ფიქრით. დავიღალე, რადგან ისინი ყველას მირჩვევნია და ყველაზე მეტად მიყვარს, ჩემები, ბავშვები, როგორც სულელურად მაგრამ ხშირად ვეძახი. ერთი ჩემზე უფროსი განსაკუთრებით ჩემზე ჯიუტია, ის განსაკუთრებით მიყვარს და განსაკუთრებით ფასეულია. გიორგი გაბუნიაა მისი სახელი“

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/1401558380233482/?t=0

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved