• რეკლამა
  • კონტაქტი
08:41, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დავემორჩილეთ მათ მოთხოვნას და დამიზნებით ესროლეს.. მირტყამდნენ…”– დოთიაშვილის პირველი კომენტარი

ალია ავტორი - ალია
14:05 11-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
196

თამაზ გინტურის მკვლელობის მოწმე, ლევან დოთიაშვილი ჟურნალისტებთან პირველ კომენტარსა აკეთებს და 6 ნოემბრის მოვლენებს იხსენებს.

მისი თქმით, თავდაპირველად ერთი რუსი ჯარისკაცი გამოჩნდა ლომისის ეკლესიასთან, მან გამაფრთხილებელი სროლა განახორციელა, შემდეგ კი დოთიაშვილსა და გინტურს გაესაუბრა და უთხრა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყვნენ. დოთიაშვილი ამბობს, რომ ისინი მოთხოვნას დაემორჩილნენ, მანქანაში ჩასხდნენ, რა დროსაც ჯერ მანქანას ესროლეს, საბურავები დაუცხრილეს, შემდეგ კი გინტურს დამიზნებით ესროლეს.

დოთიაშვილი იხსენებს, რომ გინტურმა მოასწრო ეთქვა, რომ მგონი დაიჭრა, შემდეგ კი გონება დაკარგა. ამის შემდეგ ადგილზე სხვა ოკუპანტების გამოჩნდნენ, ჯამში 9 პირი.

“დამიზნებით გვესროდნენ, ჯერ საბურავები და მერე გამიზნული სროლა… მივდივართ რა, არაფერი უთქვამს, ეტყობა რაციაში დაუძახა, რა მოხდა არ ვიცი, ჩვენ მანქანაში ვისხედით შეიძლება დაგვიძახა რომ არ წახვიდეთო, ნუ ყოველ შემთხვევაში არ გაგვივია, მოგვდევდა სროლა სროლით, ბევრი გაისროლა.

მე თვითონ ვნახე ნატყვიარები, ზურგის, ხერხემლის არეში. ერთი თქვა, დამჭრაო და მოგარტყა-მეთქი და ხოო და ვსიო… მერე გადავედი მანქანიდან, გადმოვიყვანე, ამოვიდნენ დანარჩენი რუსი ჯარისკაცები და მე წამიყვანეს ტყის მიმართულებით. დავინახე ვინც ისროლა, მაგრამ ცნობით ვერ ამოვიცნობ. ვიცი ეგ ფოტოები, მაგრამ ვერ ვიცანი. დანარჩენი 7 ამოვიდა 5-6 წუთის შემდეგ, სრილის შემდეგ, თამაზი რომ გადმოვიყვანე და სასწრაფოში რომ დავრეკე და ყველას გავაგებინე იმის მერე 7 მოვიდნენ და წამიყვანეს.

გზაში იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც. ერთი იყო, ყველა იყო იარაღით… [მირტყამდნენ] ზოგი კონდახით, ზოგი ხელით, მაგას ნამდვილად ვეღარ ვიგებდი უკვე”, – თქვა დოთიაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved