• რეკლამა
  • კონტაქტი
09:33, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დავახრჩობ დედას, დავახრჩობ მამას თუ დასავლეთი მიბრძანებს ამას!“ – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
16:48 02-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
323

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე:

„დავახრჩობ დედას, დავახრჩობ მამას თუ დასავლეთი მიბრძანებს ამას!
მე-20 საუკუნეში კაცობრიობამ ორი დიდი „პოლიტიკური პანდემია“ – ფაშიზმი და ბოლშევიზმი გადაიტანა.
ფაშიზმის განადგურებას მოჰყვა ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტების ჩამოყალიბება იმ მიზნით, რომ ისინი გამოეყენებინათ დამცავ მექანიზმად ტოტალიტალური რეჟიმის რეაბილიტაციისა და რეანიმაციისაგან დასაცავად.
ბოლშევიკური რეჟიმის შესუსტების და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც იყო მოსალოდნელი, რომ მსოფლიო, დემოკრატიული ინსტიტუტებს, გამოიყენებდა იმავე ინსტრუმენტებად, მაგრამ საუკუნეთა მიჯნაზე თანდათან სულ უფრო ნათელი გახდა, რომ დიდი ქვეყნების გავლენიანი პოლიტიკური თუ ბიზნეს-ჯგუფების მიერ ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის დაცვის ინსტიტუტების გამოყენება, თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შეზღუდვისთვის დაიწყეს.
მე-20 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა, რომ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დეფიციტზე აპელირებით მოხდა იუგოსლავიის დაშლა-დანაწევრება, სერბეთის ისტორიულ შუაგულში ახალი სახელმწიფოს (კოსოვოს) გაჩენა, ერაყის, ავღანეთის, ლიბიის და სხვა ქვეყნების რეჟიმების ძალადობრივი დამხობა და ა. შ. რასაკვირველია, ამ ქვეყნებში, ისევე როგორც სხვა ბევრ სახელმწიფოში, არსებობდა სერიოზული პრობლემები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მაგრამ ეს არ აძლევდა დიდ სახელმწიფოებს იმის უფლებას, რომ საკუთარი სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინებით მოეხდინათ მსოფლიო რუკის მიჭრა-მოჭრა და გადაკერება.
ამ ყველაფრის ასეთი იდეოლოგიური საფუძვლით გამართლებამ დასაბამი მისცა ახალი, ლიბერალურ-ფაშისტური მიმდინარეობის ჩამოყალიბებას.
ლიბერალური ფაშიზმისთვის ისევე მიუღებელია განსხვავებული აზრებისა და პოზიციების დაფიქსირება, როგორც ეს იყო გერმანული ფაშიზმისა და რუსული ბოლშევიზმისთ¬ვის. ლიბერალური ფაშიზმიც ზუსტად მათ მსგავსად ამართლებს იდეოლოგიური ნიშნით სხვა ქვეყნების რეჟიმების ძალადობრივ შეცვლას. შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოა იმის მომსწრე, თუ როგორ აქტიურად უწყობდა ხელს დასავლური ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში შევარდნაძის დემოკრატიული, მაგრამ კორუმპირებული და დასუსტებული რეჟიმის დამხობას და შემდეგ როგორ უწოდებდა „დემოკრატიის შუქურას“ მათ მხარდაჭერილ სააკაშვილის ანტიდემოკრატიულ, ფაშისტურ და ელიტალური კორუფციით გაჟღენთილ რეჟიმს. მათთვის არათუ მისაღები, არამედ სამაგალითო და მისაბაძიც კი იყო ამ რეჟიმის მიერ ცხოვრების წესად ქცეული მასობრივი თვალთვალი, მიყურადება პირადი ცხოვრებით მანიპულირება, გაკულაკება, რეკეტი, ექსპროპრიაცია, პატიმრების წამება და ა. შ.
ყველა ხედავს, რომ დღეს ვინც პრო-დასავლურობას იჩემებს, ისინი დასავლური ფაშიზმისა და დავავლური ბოლშევიზმის მიმდევრები, ამღორძინებლები და თაყვანისმცემლები არიან. სახელად პრო-დასავლელები, საქმით დასავლელი ფაშისტ-ბოლშევიკები. ნორჩი ლენინელებით და ჰიტლერ-იუნგენებით, პავლიკ მოროზოვებით და “თავისუფალი” კომკავშირელი ახალგაზრდა აქტივისტებით სავსეა დღევანდელი ქართული „პატრიოტული“ მოძრაობა, რომლებიც მზად არიან „მოკლან დედა და დაახრჩონ მამა, თუკი ევროპა უბრძანებს ამას“. ერთი სიტყვით, ბოლშევიზმისა და ფაშიზმისათვის ყველა დამახასიათებელმა სიმპტომმა მოიყარა თავი ნეო-ლიბერალიზმში, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს, დასავლური ფაშიზმ-ბოლშევიზმის მიქსი.
დღეს ამ ყველაფრის წინააღმდეგ გალაშქრების სიმბოლოდ იქცა დონალდ ტრამპი, რომლის არჩევა აშშ-ს პრეზიდენტად სწორედ იმას ნიშნავს, რომ ამერიკელი ხალხსაც აღარ სურს ნეოლიბერალური ფაშიზმის მარწუხების ქვეშ ცხოვრება. ეს ყველაფერი კი იძლევა იმის იმედს, რომ ლიბერალური ფაშიზმის დაისი მოახლოვებულია. ახლა იმაზე ფიქრი და მსჯელობაა დროული, თუ რა მოლოდინები და პერსპექტივები გაჩნდება მსოფლიოში ლიბერალური დაისის შემდეგ.
თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved