• რეკლამა
  • კონტაქტი
08:16, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაუშვებელია ჟურნალისტის მიმართ, რომელიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებს, გამოყენებულ იქნას რაიმე ტიპის ძალა, ეს არის დანაშაული – იოსელიანი

ალია ავტორი - ალია
11:25 11-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
142

გურამ როგავა და მარიამ გაფრინდაშვილი აღმოჩნდნენ სპეციალური რაზმის წარმომადგენლების თავდასხმის შედეგად დაზარალებულები, რაც ძალიან შემაშფოთებელია – ჟურნალისტებს არ უნდა შეეშალოთ ხელი, დაუშვებელია, რომ მათი პროფესიული საქმიანობა იყოს რისკის ქვეშ დაყენებული, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მან ისაუბრა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებთან და მიტინგის დაშლის ღონიძიებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ დაუშვებელია რაიმე ტიპის ძალის გამოყენება ჟურნალისტის მიმართ, რომელიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებს.

„ნამდვილად აღმაშფოთებელი იყო, რაც წუხელ ვიხილეთ, როდესაც მოქალაქეებს, ჟურნალისტებს მიზანმიმართულად თავს ესხმოდნენ სპეციალური რაზმის წარმომადგენლები. გურამ როგავა და სხვები აღმოჩნდნენ ასეთი თავდასხმის შედეგად დაზარალებულები. მათ მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო.

ასევე დღეს, მარიამ გაფრინდაშვილის შემთხვევა ვნახეთ ყველამ ერთად, რაც ძალიან შემაშფოთებელია. მინდა ვთქვა, რომ ჟურნალისტებს არ უნდა შეეშალოთ ხელი, დაუშვებელია, რომ მათი პროფესიული საქმიანობა იყოს რისკის ქვეშ დაყენებული და გაშუქების პირობებში ასეთ შემთხვევებს ჰქონდეს ადგილი.

დაუშვებელია ჟურნალისტის მიმართ, რომელიც აშუქებს მიმდინარე მოვლენებს, გამოყენებული იქნას რაიმე ტიპის ძალა. ეს ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულია და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევაზე მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და ვთხოვთ, რომ დროულად და ეფექტურად იქნას გამოძიებული ეს ყველაფერი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანი მოუწოდებს შსს-ს მაქსიმალურად დაიცვას პროტესტის მონაწილეების გამოხატვის თავისუფლება.

„მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაქსიმალურად დაიცვას პროტესტის მონაწილეების გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამავე, დროს მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ პროტესტის მონაწილეებსაც მოვუწოდებ, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებას და მათაც დაიცვან ეს ზღვარი, სხვა შემთხვევაში ვხედავთ როგორ სავალალო შედეგამდე მისი ეს ყველაფერი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ამ მომენტისთვის წასულები არიან იზოლატორებში, სადაც დაკავებულების მდგომარეობას გაეცნობიან.

„ამ მომენტშიც, ჩემი წარმომადგენლები წასულები არიან იზოლატორებში. (ვხედავთ, რომ პირდაპირ ეთერში აკავებენ მოქალაქეებს), რათა გავატაროთ შესაბამისი დაცვის ღონისძიებები, მათი მდგომარეობა ვნახოთ, შევადგინოთ ოქმები, ასევე მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას, სადღაც დილისკენ ჩვენ ეს ინფორმაცია გვექნება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved