• რეკლამა
  • კონტაქტი
19:41, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაუშვებელია საქართველოში ახალი პროვოკაციები რუსეთის მოქალაქეების მიმართ – გრიგორი კარასინი

ალია ავტორი - ალია
17:22 05-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ახლად არჩეული თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის „სასარგებლო ნორმალიზების პროცესს“ ხელს უშლის საქართველოს ზოგიერთი წარმომადგენლის ღიად არამეგობრული განცხადებები საერთაშორისო არენაზე. ვიდეოკონფერენციის ფორმატში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან, 21 მაისს გამართული მოლაპარაკების დროს კარასინმა ხაზის გაუსვა ასევე საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების მიმართ ახალი პროვოკაციების „დაუშვებლობას“.

„დადებითი დინამიკა (საქონელბრუნვაში) კონტრასტშია საქართველოს ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან რუსეთის მიმართ ღიად არამეგობრულ განცხადებებსა და ნაბიჯებთან, მათ შორის საერთაშორისო არენაზე, რაც ხელს უშლის პრაქტიკული ურთიერთქმედების გაძლიერებას და ურთიერთობათა ნორმალიზების ობიექტურად ხელსაყრელ პროცესს. რუსეთის მხრიდან ხაზი გაესვა ასევე საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეთა მიმართ ახალი პროვოკაციების დაუშვებლობის მნიშვნელობას“, – ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება გრიგორი კარასინის პრესცენტრზე დაყრდნობით.

არახელსაყრელი პოლიტიკური კონიუნქტურის მიუხედავად, მხარეებმა დაადასტურეს პოზიტიური დინამიკა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში, სადაც თურქეთის შემდეგ რუსეთი რჩება საქართველოსთვის მეორე პარტნიორად და მისი პროდუქციის გასაღების მთავარ ბაზრად. „მათ შორის ქართული ღვინის უმსხვილეს მომხმარებლად, რომლის მიწოდება რუსეთის ბაზარზე 2021 წლის პირველი 4 თვის განმვალობაში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28%-ით გაიზარდა“, – ნათქვამია რუსეთის ოფიციალურ ცნობაში, რომლის თანახმად, ზურაბ აბაშიძესთან პარასკევს გამართულ ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ასევე ორივე ქვეყნის საგარეო და ტრანსპორტის სამინისტროების წარმომადგენლები.

ამავე ცნობით, რუსეთის ფედერაციის და საქართველოს წარმომადგენლებმა იმსჯელეს ამიერკავკასიაში სატრანსპორტო თანამშრომლობაზე, ყურადღება მიაპყრეს იმ შესაძლებლობებს, რაც „სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ეკონომიკური კავშირების განბლოკვის შედეგად ჩნდება ამიერკავკასიაში“, აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების მიერ 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის ერთობლივი განცხადებების შედეგად.

წყარო – რადიო თავისუფლება

თეგები: აბაშიძე-კარასინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved