• რეკლამა
  • კონტაქტი
00:18, სამშაბათი, 2 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაუშვებელია პოლიტიკური ოპონირებისას გამოთქმები –”შე ყ…ეო”, “შენი დედა მოვ…ყან”, “შენი პირში შე…ცი” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:59 03-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,244

პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ფეისბუქზე გიგი უგულავას კალაძისადმი დღევანდელ ფეისბუქ– მიმართვას ეხმიანება და წერს:

“გიგი უგულავამ დაწერა სტატუსი, სადაც საკმაოდ უდიერი სიტყვებით აგინა კახა კალაძეს იმის გამო, რომ მან სააკაშვილზე თქვა ეგ ომის დროს გორში ფორთხავდაო. მისი ეს სტატუსი ძალიან ბევრმა მოიწონა და ძალიან ბევრმა გააზიარა.

 

ჰოდა, ამის თაობაზე მინდა ორიოდ სიტყვის თქმა.
ცხოვრებაში არასდროს მითქვამს საკაშვილზე ჰალსტუხისჭამია და გორში მფორთხავი, მიუხედავად ჩემი მკვეთრად კრიტიკული დამოკიდებულებისა მისი მმართველობის მიმართ და საერთოდ არ მიმაჩნია სწორად პოლიტიკოსისგან საქართველოს პრეზიდენტისთვის გორის ცნობილ ეპიზოდის დაყვედრება, მაგრამ პოლიტიკურ დისკუსიას, მათ შორის ძალიან მწვავე და ცხარეს, აქვს თავისი კულტურული კონტექსტი და არაკორექტულობასაც აქვს საზღვრები. პრინციპულად და კატეგორიულად დაუშვებელია პოლიტიკური ოპონირებისას ისეთი გამოთქმები, როგორიცაა “შე ყ…ეო”, “შენი დედა მოვ…ყან”, “შენი პირში შე…ცი”, და ა. შ. თუ ქუჩური რაზბორკა უნდა ვინმეს, წავიდეს ქუჩაში და იქ იგინოს და იჩხუბოს. როცა საქმე ეხება პოლიტიკურ პროცესებს, აქ ქუჩური ბაზარისგან კეთილი ინებეთ და თავი შეიკავეთ ყველამ, რაოდენ გაბრაზებულიც უნდა იყოთ ვიღაცაზე, სამართლიანად თუ უსამართლოდ.
და აქ ჩემს ნაზ ყურთასმენაზე და ესთეტიურ გრძნობებზე კი არ არის ლაპარაკი. პრინციპულად არ შეიძლება პოლიტიკოსებისგან ასეთი ლექსიკით ოპერირება, რადგან ეს ისეთ მკვეთრ ზღვარს ავლებს პოლიტიკურ ბანაკებს შორის, რომლის მერეც ყოველგვარი დიალოგის მაგვარიც კი შეუძლებელია და მხოლოდ ფიზიკური დაპირისპირება რჩება, მით უმეტეს როცა ერთსა და მეორე მხარეზეც ათასობით ადამიანია. პოლიტიკა თავისი არსით კომპრომისის ხელოვნებაა და დიალოგისთვის სივრცე ყოველთვის უნდა არსებობდეს, თუ გვინდა რამე ნორმალური გამოვიდეს საერთოდ პოლიტიკიდან. კი, ისიც გვინახავს ერთმანეთის მაგინებლები მერე ერთმანეთს რომ აქებენ და სხვას აგინებენ, მაგრამ არა მგონია ეს კარგი იყოს.
განსაკუთრებით შემაშფოთებლად და მეტიც, საგანგაშოდაც კი მეჩვენება, რომ პოლიტიკოსის გინება და უდიერი შეურაცხყოფა ღიად მოიწონა არაერთმა ისეთმა ადამიანმაც, ვინც თავს დებს მაღალ მატერიებზე და ღირებულებებზე. არადა რომ ჰკითხო პოლარიზაცია და ზიზღის ატმოსფერო აწუხებთ, მაგრამ როგორც ჩანს მათთვის ზიზღიც შერჩევითია და აწუხებთ მხოლოდ ის ზიზღი და სიძულვილი, რომელიც მათი საწინააღმდეგო ბანაკიდან მოდის, ამ ბანაკის წინააღმდეგ კი, როგორც ჩანს, ყველაფერი მოსულა. ასეთი ხალხის ხელისუფლებაში მოსვლისა მე პირადად სერიოზულად მეშინია და ვფიქრობ ჩემი შიში არ არის უსაფუძვლო.
P. S. გინებები და შეურაცხყოფები კომენტარებში გაუფრთხილებლად წაიშლება და გამეორების შემთხვევაში მაგინებელი დაიბლოკება.
P. P. S. ამ თემის გაშლა-გაღრმავებას აღარ ვაპირებ. ყველაფერი რისი თქმაც მინდოდა, ამ სტატუსშივე ვთქვი და ამიტომ მედიის წარმომადგენლებს ვთხოვ, ტყუილად არ შეიწუხონ თავი და არ მომმართონ კომენტარებისთვის.”

“ღმერთმა ნუ განახოს და ბომბის გაგონებაზე ვის ტრა*ში გექნება ეგ თავი შეყოფილი კაცმა არ იცის” – უგულავა კალაძეს

თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ არქელი პატარებისთვის
ახალი ამბები

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ არქელი პატარებისთვის

18:24 06-01-2026
​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად
ახალი ამბები

​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად

16:35 06-01-2026
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას

14:34 06-01-2026
„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
ახალი ამბები

„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო

13:56 06-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved