• რეკლამა
  • კონტაქტი
12:52, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაცვის მხარე მზადაა, გირაოს სახით, ნებისმიერი ოდენობის თანხა გადაიხადოს

ალია ავტორი - ალია
16:44 07-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, გიორგი რურუას გასათავისუფლებლად დაცვის მხარე მზადაა, გირაოს სახით, ნებისმიერი ოდენობის თანხა გადაიხადოს. ამის შესახებ „2020NEWS“-თან საუბრისას  მედიამფლობელის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა:

-მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებები იქნა სამი მოსმენით მიღებული, არა ერთი განცხადება გაკეთდა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მათ შორისაა: სენატორ რიშის განცხადება, ამერიკის ეროვნული თავდაცვის აქტში შესწორების პროექტი, სადაც რურუა მოხსენიებულია, რაც ცალსახად ადასტურებს იმას, რომ საერთაშორისო აქტორებისთვის კვლავ მნიშვნელოვანია, გიორგი რურუას გათავისუფლება.

გიორგი რურუა ციხეში იმყოფება პოლიტიკური გადაწყვეწტილების გამო. ის იმყოფება ციხეში არა იმიტომ, რომ მას პრობლემა ჰქონდა კანონთან, არამედ იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა პრობლემა მის სამოქალაქო აქტივიზმთან და მის კრიტიკასთან ხელისუფლების მიმართ.

აქედან გამომდინარე, რადგან ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამის საფუძველზე იმყოფება საპატიმროში, მე ვერ ვიტყვი, რა პოლიტიკური გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიღებული მომავალში.

ცხადია, რომ გიორგი რურუას ბედი გადაწყდება პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე იმიტომ, რომ საქართველოში დღევანდელი მოცემულობით, რომელიც არის ჩვენს შემთხვევაში, მოსამართლე არ არის  მიუკერძოებელი  არბიტრი, რომელიც საქმის მასალების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს. ის ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს და რა პოლიტიკურ დაკვეთაც იქნება ის გადაწყდება.

გირაოსთან დაკავშირებით ჩვენ თავად გვქონდა შუამდგომლობა დაყენებული. რამდენჯერმე ვითხოვეთ გირაოთი პატიმრობის შეცვლა და თუ კი ამ ფორმით იქნება მიღებული აღკვეთის ღონისძიება, ჩვენ ცხადია, შევასრულებთ სასამართლოს განჩინებას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved