• რეკლამა
  • კონტაქტი
16:01, ხუთშაბათი, 22 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დათოს სამი დღის წინ, ისრაელში, გულზე გაუკეთეს ურთულესი ოპერაცია” – რას წერს ანაკო ტურაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:01 04-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
661

დათო ტურაშვილის ქალიშვილი, ანაკო ტურაშვილი:

“მეგობრებო, არანაირი კომენტარის გაკეთება აღარ გვინდოდა მე და ჩემს ოჯახს ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან ისედაც უამრავმა ადამიანმა მიიტანა გულთან ჩვენი მდგომარეობა და ისედაც ძალიან შეგაწყინეთ თავი გასულ კვირებში დათოს ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით.
ქვეყანაში, სადაც ბავშვების წამლისთვის ფული ვერ გამოინახა, სადაც ყოველდღე ისეთ ამბავს იგებ, იმდენ უსამართლობას და პრობლემას ეჯახები, რომ შეიძლება გული გაგისკდეს, რთულია საკუთარზე დაიწყო ლაპარაკი, ამიტომ მართლა აღარ გვინდოდა დათოს ჯანმრთელობის შესახებ რამის თქმა.
მაგრამ რადგან ყველაფერი დასრულდა, ეს არის სამადლობელი პოსტი და აღარ შეგაწუხებთ ❤
დათოს სამი დღის წინ, ისრაელში, გულზე გაუკეთეს ურთულესი ოპერაცია. ექიმმა, რომელმაც ჩვენდა ბედად, გამონახა დრო დათოს მდგომარეობის შესამოწმებლად, დათო გადაარჩინა. დეტალებს აღარ დავწერ, პირდაპირ გვითხრეს, რომ სულ ცოტა რომ დაგვეგვიანებინა, მის გადარჩენას ვეღარც მოახერხებდნენ და ისედაც გაოგნებულები დასცქეროდნენ დათოს და ეკითხებოდნენ საერთოდ როგორ მოაღწიე ჩვენამდეო ?
და ეს ყველაფერი ასე ბედნიერად არ ჩაივლიდა, რომ არა დიმიტრი აბდუშელიშვილი, რომლის წყალობითაც აღმოჩნდა დათო ისრაელის კლინიკაში, იმ საოცარი ხალხის ხელში. ამიტომ დათოს მესამედ დაბადება, სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა და უდიდესი მადლობა მას ჩვენი ოჯახისგან ❤️❤️❤️
ვიცით რომ მას არ სურსდა, რომ ასე საჯაროდ გვეთქვა მადლობა, მაგრამ დათოს თხოვნით ვწერ ამ სამადლობელ პოსტს და თავს აღარ მოგაბეზრებთ მეტს ??
დათო რამდენიმე დღეში ჩამოვა, თუმცა გრძელვადიანი რეაბილიტაცია ელოდება ❤️
ყველას უღრმესი მადლობა, უამრავი სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთის მთელი ამ დროის განმავლობაში.”
თეგები: ანაკო ტურაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ
ახალი ამბები

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

14:50 01-21-2026
თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო

14:07 01-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved