• რეკლამა
  • კონტაქტი
18:49, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დასავლეთი გეუბნება – ან აიძულეთ ხელისუფლება, რომ რაიმე გააკეთოს, თუ არადა, შეცვალეთო!“ – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:38 06-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
403

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

– ბატონო გია, დეოლიგარქიზაცია, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან სრულად ჩამოცილებას ნიშნავს, სასამართლოს და  მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, ადამიანთა უფლებების დაცვა, პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება…  კიდევ ბევრი საკითხია ჩამოთვლილი ევროკომისიის გეგმაში. ევროპელმა პოლიტიკოსების კარგად იციან, ხელისუფლება ამ პუნქტებს არ შეასრულებს და აპელირება იმაზე, რომ ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას იმსახურებს, ეს ფარული მოწოდება ხომ არ არის, რომ ხელისუფლება შევცვალოთ არა არჩევნებით, არამედ მშვიდობიანი რევოლუციის ან სხვა არაძალადობრივი გზით?

– ეს მოწოდება კი არ არის, ეს არის სრულიად ლეგიტიმური. ჩვენ ახლა შეთქმულების თეორიაზე არ ვლაპარაკობთ. ეს არის ჩეულებრივი საღი მიდგომა. ხალხი ქირაობს ხელისუფლებას, ბატონად კი არ ირჩევს. შესაბამისად, ხალხი აიძულებს ხელისუფლებას, ის გააკეთოს, რა მანდატითაც აირჩია. თუ ხელისუფლება ამას არ აკეთებს, მაშინ უნდა გაუშვას სახლში და უნდა მოიყვანოს ახალი ხელისუფლება. ასე მუშაობს დემოკრატია, სხვანაირად არ მუშაობს. ფაქტობრივად, დასავლეთი გვეუბნება, რომ კი, ბატონო, გავიგეთ ხელისუფლება არაფერს აკეთებს და აბა, ხალხო, თქვენ რას აკეთებთ? თქვენ რას შვრებით? თქვენ ხომ გინდათ ევროკავშირში გაწევრიანება და დაამტკიცეთ, რომ გინდათ. ან აიძულეთ ხელისუფლება, რომ რაიმე გააკეთოს, ან თუ არ აკეთებს მაინც, მაშინ  შეცვალეთ ხელისუფლება და აირჩიეთ ისეთი, რომელიც გააკეთებს. აი, ეს არის, მეტი არაფერი.

– ესენი იმ გავლენების დამთმობები არ არიან, რაც ხელისუფლებაში ყოფნით მიიღეს და  რითაც დიდძალი  ქონება და ფული იშოვნეს, არარაობები იყვნენ და ქვეყანა ფეხქვეშ გაიგდეს. გავლენების შესანარჩუნებლად ნებისმიერი სახის რეპრესიებზე არ წავლენ?

– ესენი კი წავლენ რეპრესიებზე, მაგრამ იქამდე არ უნდა მიუშვა, უნდა შევცვალოთ და თუ ვერ შევცვალეთ, ე.ი.ჩვენი ბრალია.

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved