დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. განკარგულება ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
ცნობისთვის, ჯარის ჩართვას, ჯერ კიდევ გუშინ ითხოვდნენ მოქალაქეები და ურჩევდნენ, დროულად ემოქმედათ.
ასევე, სხვადასხვა ქალაქებიდან ადამიანები მიდიან მოხალისეებად, სწორედ იმიტომ რომ ადგილზე, გარდა ტექნიკისა, არაა ფიზიკური ძალა.
მოსამზადებლად რა დრო დასჭირდება ჯარს და როდის შეძლებს ადგილზე მისვლას, ამ ეტაპზე, უცნობია.
კომენტარები