• რეკლამა
  • კონტაქტი
17:54, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დასანქცირებული ოლიგარქი აქტივებს სახლში აბრუნებს და საკუთარი თავიდან რისკი ქართველ ხალხზე გადააქვს” – OCCRP საგამოძიებო მასალა

ალია ავტორი - ალია
21:32 02-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
280

“დასანქცირებული ქართველი ოლიგარქი ივანიშვილი აქტივებს სახლში აბრუნებს”, – ამ სახელწოდებით გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ჯეიმს დოსეტმა, რომელიც “ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის” (OCCRP) წევრია, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, მის ქონებასა და დაწესებულ სანქციებზე, ვრცელი მასალა მოამზადა.

როგორც სტატიის ავტორი წერს, საერთაშორისო სანქციების საპასუხოდ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში რამდენიმე კომპანიას საკუთრების უფლება გადასცა და ეს ოფშორებიდან მოხდა, რათა გლობალური ეკონომიკური ზემოქმედებისგან თავისი აქტივები დაიცვას.

მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ გასული წლის დეკემბერში, ამერიკამ მილიარდერის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რადგან ის საქართველოს არაფორმალურ მმართველად მიიჩნევა და ქვეყნის დემოკრატიას რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ აზიანებს. ასევე, წერია, რომ “ქართული ოცნება” კრიტიკის სამიზნეა, ვინაიდან სულ უფრო ავტორიტარული და მოსკოვთან დაახლოებული ხდება – მათ შორის ხაზგასმულია, რომ ივანიშვილმა ქონება 90-იანი წლების რუსეთში დააგროვა.

“31 დეკემბერს – სანქციიდან მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ – ივანიშვილმა დაიწყო ოფშორული კომპანიების საქართველოში გადატანა. ერთ-ერთი ასეთი ფირმა ფლობს ივანიშვილის რეზიდენციას, რომელიც გადაჰყურებს თბილისს. OCCRP-მა გამოავლინა ივანიშვილის კიდევ ერთი ძვირადღირებული ქონება, რომელიც ზოგიერთ ასეთ კომპანიას ეკუთვნის, მათ შორის აქამდე უცნობი მდიდრული რეზიდენცია კურორტულ ზონაში და “ქართული ოცნების” ყოფილი ოფისები თბილისში”, – წერია სტატიაში.

მასალაში პოლიტიკური რისკების საკონსულტაციო კომპანიის Enmetena Advisory-ის დამფუძნებლი, მაქსიმილიან ჰესი, მოვლენების შეფასებისას აღნიშნავს, რომ ივანიშვილის აქტივების რესტრუქტურიზაციამ შეიძლება უფრო ფართო პრობლემები შეუქმნას საქართველოს, თუ მილიარდერის წინააღმდეგ სანქციები გაღრმავდება და ამ შემტხვევაში,  “ძალიან გაურთულდება” ნებისმიერ ბიზნესს ქვეყანასთან ურთიერთობა.

“მისი აქტივები იქნება საქართველოს ეკონომიკის ძალიან დიდი წილი. ის რასაც ივანიშვილი ფაქტობრივად აკეთებს, არის საკუთარი თავისა და საკუთარი სიმდიდრის რისკის გადატანა საქართველოზე და ქართველ ხალხზე”, – აღნიშნა ჰესმა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved