• რეკლამა
  • კონტაქტი
21:44, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დარია დუგინა კი არა, იმპერატორი ალექსანდრე მეორე და პრემიერი-მინისტრი სტოლიპინი მოკლეს” – შარაშენიძე

ალია ავტორი - ალია
20:08 08-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
613

პოლიტოლოგი, თორნიკე შარაშენიძე:

“დარია დუგინა ნამდვილად რუსების ხელით იქნება მოკლული.
მსგავსი რამეები რუსეთში მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ხდება. დარია კი არა, იმპერატორი ალექსანდრე მეორე და პრემიერი-მინისტრი სტოლიპინი მოკლეს. სხვა შორის, ალექსანდრე ააფეთქეს.
უკრაინელების მხრიდან მსგავსი რამის გაკეთება პრაქტიკულად გამორიცხულია. დუგინის მოკვლა მათ ბევრს არაფერს მისცემდა. პირიქით, როცა სხვა ყველაფერთან ერთად საინფორმაციო ომში ხარ ჩართული, მოწინააღმდეგე მხარეს ასეთი ოდიოზური ფიგურის არსებობა გაწყობს კიდეც. გარდა ამისა, მსგავსი ნაბიჯი უკრაინას რეპუტაციულად დააზარალებდა დასავლეთში; რაც არ უნდა მონსტრს ეომებოდე, ტერაქტის მოწყობა არ არის ლამაზი, მითუმეტეს როცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ხარ.
არც კრემლის გაკეთებული მგონია. ცხადია შეიძლება გაგვახსენდეს საცხოვრებელი კორპუსების საეჭვო აფეთქება რუსეთში რასაც მალე ჩეჩნეთში ახალი ომი მოჰყვა. მაგრამ უკრაინაში ომი უკვე დიდი ხანია მიდის. ტერაქტი წესით არც კიევის შესაძლო დაბომბვის გამართლებად უნდა დასჭირდეთ. თუ რამეა კიევის დაბომბვას ყირიმის დაბომბვით გაამართლებენ (თუკი ცხადია რუსებს აქვთ კიევის დაბომბვის შნო).
და მაინც, არსებობის უფლება აქვს კიდევ ერთ, კონსპირაციულ ვერსიას: ეს რაღაც დაჯგუფება, რომელიც აშკარად დუგინს უმიზნებდა და მისი შვილი შემოაკვდა, შეიძლება ეფესბეს (ანუ, მაინც კრემლის) პროექტია. პროექტი შექმნილი იმ მიზნით რომ ქვეყნის შიგნით ახალი რეპრესიები გაჩაღდეს და მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად დაირაზმოს როგორც გარე, ასევე შიდა “მტრების” წინააღმდეგ. ამ მიზნისათვის დიდი პრობლემა არ უნდა იყოს დუგინის გაწირვა რომელსაც რუსეთის მთავრობაში და სპეცსამსახურებში სერიოზულად არავინ უყურებს.”
თეგები: თორნიკე შარაშენიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved