• რეკლამა
  • კონტაქტი
03:42, ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დარეკვიდან 2 საათში გამასამართლეს” – რას ჰყვება გიორგი ბაჩიაშვილის დედა

ალია ავტორი - ალია
22:11 09-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,592

გიორგი ბაჩიაშვილის დედამ, მარინა რამაზაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა:

“გაოგნებული ვარ ამ არადამიანური, წარმოუდგენელი ფანტაზიებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილს არა მარტო ჩემი, არამედ სრულიად საქართველოს მიმართ გააჩნია. მე ამ კაცისგან ყველაფერს ველოდები, ველოდები, რა ახალი ფანტაზია შეიძლება მოუვიდეს. დამირეკა ვიღაც გელამ, მოსამართლე და მითხრა, რომ ჩვენზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და 2 საათში უნდა გამოვცხადებულიყავით, რაზედაც ვუპასუხე, რომ ქვეყანაში არ ვართ-მეთქი. სულ ეს იყო. აღმოჩნდა, რომ სასწრაფოდ გამასამართლეს, 2 საათში, ასეთი რამ იურისპუდენციაში არ არსებობს, როდესაც ადამიანს სასამართლოს უწყობენ და 2 საათში განჩინებასაც წარუდგენენ. ეს არის იურისპუდენციის ყველა ნორმის დარღვევა, მაგრამ ივანიშვილი თავის თავზე ირგებს ყველაფერს. ამბობენ, მოსამართლე ძალიან დაბნეული იყოო, მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს იმ ქალთან, დაავალეს და გააკეთა, მაგრამ, ნუთუ არცერთი ადამიანი, მოსამართლე არ გამოინახა, რომელსაც ექნება თავისი მეობა და  იტყვის, არა მე ამას არ გავაკეთებ, გავაკეთებ იმას, რაც კანონია. მაგრამ ალბათ ისეთები ჰყავთ შერჩეული, რომელთა უკან კრიმინალია და ნებისმიერ მომენტში ამოუგორონ და მოსამართლეს გააკეთებინონ ის, რასაც ეტყვიან. აბსოლუტური რობოტიზებულია ეს საქმე.”

სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი ბაჩიაშვილის დედა, მარინა რამაზაშვილი და მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი საქართველოში არ იმყოფებიან. მათ ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved