• რეკლამა
  • კონტაქტი
09:23, პარასკევი, 15 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაქსაქსულობა და @ლეები” – როგორ ჩანს ციხიდან გარეთ სიტუაცია? – ზურაბ ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
00:46 06-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,211

ზურა ჯაფარიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში, წერს

გელამ მომწერა, მაქედან როგორ ჩანს გარეთ სიტუაციაო და ბარემ საჯაროდ იდოს.

რამდენიმე დაშვებით ვწერ:

ა) სოც.ქსელებში რა ხდება, არ ვიცი 1 თვეა
ბ) ახალ ამბებს მხოლოდ “ტვ პირველით” ვიგებ
გ) აქ მოხვედრამდე ტელევიზორისთვის არ შემიხედავს ძალიან დიდი ხანია
დ) იმედის ყურება დავიწყე აქ, “რაძი ინწერესა”
ე) ცხადია, სუბიექტური ვარ

აქედან ჩანს რომ:

1. მიუხედავად იმ მუქარის ზარებისა, ჩასაფრებებისა, ასობით ნაწამები ადამიანისა, შიში ვერ დანერგეს. ხალხი დასცინის. უბადრუკი ავტოკრატიაა, ქვეშა@ვია კომკავშირელებით წინ, რომლებსაც დაცვად დაუყენეს კუნთმაგარი, მენტალურად პროვინციელები

2. მიუხედავად ათობით დაკავებულისა, რომლებსაც წლობით ციხე ემუქრებათ, არ გატყდა არცერთი. არცერთი. ამ ფაქტის მნიშვნელობა, მგონი კიდევ არ გვესმის კარგად.

3. მიუხედავად რისკისა, რომ მათი ოჯახის წევრი, შვილი, ძმა, მამა, ქმარი შეიძლება აღმოჩნდეს წლობით ციხეში, რაც ზოგი მათგანისთვის ცხოვრების განადგურებას შეიძლება ნიშნავდეს, არ გატყდა არცერთი ოჯახის წევრი.

4. მიუხედავად ჯარიმებისა, სახლებში მივარდნებისა, ათასნაირი აკრძალვებისა, ფონდების დახურვისა და ა.შ რუსთაველზე აქცია გრძელდება 200-ზე მეტი დღეა

5. მიუხედავად ათასნაირი რეპრესიული რეგულაციებისა და ფიზიკური ანგარიშსწორებისა, კრიტიკული მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები მაინც იბრძვიან ყველა ფრონტზე.

6. მიუხედავად დაჭერის, ფიზიკური ანგარიშსწორებისა თუ სხვა ტიპის რისკებისა, არცერთი პოლიტიკოსი არ გაქცეულა არსად.

7. მიუხედავად წარმოუდგენელი პროპაგანდისა, ტროლ-ბოტების არმიებისა, პიარში დახარჯული ასობით მილიონისა, ნახევარი ქვეყნის ბიუჯეტზე შესმისა, დაშინებისა, შანტაჟისა და მუქარისა, ქოცების რეიტინგი იმაზე დაბალია, ვიდრე 26 ოქტომბრის არჩევნებამდე იყო. არ შტერდება ეს ხალხი, ზუსტად იცის, რომ ციურიხი სჯობს გროზნოს.

8. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას @რაკისკენ მიაქანებენ, მაინც არ გარბის იმდენი ადამიანი, რამდენის იმედიც რუსებს ჰქონდათ. შეიძლება ყოველდღე აქტიურად არ იბრძვიან ქოცების გა*მეინებისთვის, მაგრამ მაინც ყველა ამათ გა*მეინებას ელოდება და ძალიან ცოტას სჯერა, რომ ეს რუსები კიდევ დიდხანს დარჩებიან ხელისუფლებაში.

9. მიუხედავად იმისა, რომ აქეთ არც ერთიანობაა, არც ერთიანი ლიდერშიფი, ჩანს დაქსაქსულობა და შეუთანხმებლობა, მაინც ისინი არიან &ლეები. ანუ აქეთ ქართული მრავალხმიანობაა, უბრალოდ ვერ დავლაგდით, ვერ შევთანხმდით და იქით გაზმანოვია. ამიტომ დაამთავრებენ როგორც &ლეები.
ეს ჩანს აქედან/ჩემგან.

და თუ გავიაზრებთ, რომ ამას იქედან რუსები უყურებენ, არ მგონია მაინცდამაინც კმაყოფილები იყვნენ“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
ახალი ამბები

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

14:14 05-14-2026
სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?
ახალი ამბები

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?

20:31 05-13-2026
5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება

18:37 05-13-2026
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა

18:02 05-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved