დაქეციანებულები რატომ არ მოვიდნენ დღეს, რა საინტერესოა – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატების შესახებ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ველოტრეკი “ნაციონალებმა” გაყიდეს, რის გამოც ახლა ველოსპორტი “დაქცეულია”.
“ველობილიკების მშენებლობა ველოსპორტისათვის მნიშვნელობანია, ამათ, ამ დაქეციანებულებმა, რატომ არ მოვიდნენ დღეს, რა საინტერესოა, გაყიდეს ველოტრეკი უზნაძის ქუჩაზე, რომელიც ჩემს ბავშობაში ძალიან წარმატებული იყო. დღეს, პრაქტიკულად ეს სპორტი არის დაქცეული”, – განაცხადა წულუკიანმა.
საკანონმდებლო ორგანოში კულტურის მინისტრი ამ წუთებში მისი უწყების წლიურ ანგარიშს წარადგენს.
კომენტარები