ქუთაისის საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე ხმაური იყო. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამოქალაქო აქტივისტმა ზაალ კუხიანიძემ ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე დასწრების მიზნით შენობაში შესვლა სცადა. კუხიანიძე დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
საკრებულოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ” ხმები მოიპარა და საკრებულოში უმრავლესობა ასე მოიპოვა.
ქუთაისის საკრებულოს 35 წევრიდან 18 “ქართული ოცნების”, 17 კი ოპოზიციის წარმომადგენელია.
კომენტარები