• რეკლამა
  • კონტაქტი
02:42, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დანიშნეთ რეისი, სანამ გვიან არ არის…“ – ქართველი სასულიერო პირის გმირობა და ბასელონიდან ემიგრანტების მიმართვა ხელისუფლებას

ალია ავტორი - ალია
20:27 03-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით ყოველწუთიერად იზრდება. ბოლო ინფორმაციით, ლეტალური მაჩვენებლით ესპანეთმა იტალიას თითქმის გაუსწრო. COVID 19-ის ქვეყანაში 4 089 ადამიანია გარდაცვლილი, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 56 188 -ს მიაღწია.

როგორც ესპანეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, დავით ჯანაშია “ნიუპოსტს” უყვება, 13 მარტის შემდეგ ქვეყანა ჩაკეტილია და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ჯანაშია ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა პიკი ჯერ კიდევ არ დამდგარა და მომავალ დღეებში, სავარაუდოდ, ინფიცირებულთა რაოდენობა ისევ გაიზრდება.

მისი თქმით, მადრიდის შემდეგ, დრამატულად გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი ბარსელონაშიც: გადაჭედილია საავადმყოფოები, ქალაქში პირბადეებისა და ანტისეპტიკური საშუალებების დეფიციტია. მედპერსონალი და ჯანდაცვის სისტემა კი ინფიცირებულთა ნაკადს ვერ აუდის.

დავით ჯანაშიას თქმით, მის გარშემო უამრავი ქართველია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას და სამშობლოში დაბრუნებას სთხოვს, თუმცა უშედეგოდ.

“საკონსულოსთან თითქმის ყოველდღიური შეხება გვაქვს, იციან აქ მყოფი ყველა ქართველის პირადი ინფორმაცია, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ მონაცემებს აგროვებენ. დაინიშნება თუ არა სპეცრეისი, რომლითაც უსამსახუროდ დარჩენილი მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ, ეს მათთვისაც უცნობია. დაინფიცირების რისკი კი ყოველდღიურად მატულობს. ადამიანებმა დაკარგეს ყოველდღიური შემოსავალი, ბინის მეპატრონეები ქირის გადავადებაზე უარს ეუბნებიან, შესაბამისად, რამდენიმე ადამიანი ღია ცის ქვეშ, საჭმლის, მედიკამენტებისა და თანხის გარეშე დარჩა. ჩემი ინფორმაციით, 200-ზე მეტ ადამიანს აქვს საქართველოში დაბრუნების სურვილი და ეს მოლოდინი რამდენიმე დღეა უშედეგოდ გრძელდება. ნაწილი თანახმაა, ბილეთის საფასური თავად გადაიხადოს, არიან ისეთებიც, რომლებმაც დარჩენილი მინიმალური თანხა გადასარჩენად უკვე დახარჯეს”- აცხადებს დავით ჯანაშია.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, ბარსელონაში მცხოვრები ახალგაზრდა ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქეები, ოჯახის სამი წევრია ინფიცირებული – მათ შორისაა ერთი მცირეწლოვანი.

“სურათი ძალიან მძიმეა, საავადმყოფოებში ადგილები არ არის. ერთ-ერთმა გოგონამ თქვა ისიც, რომ მას კორონავირუსის მსუბუქი ფორმა ჰქონდა და სახლის პირობებში იმკურნალა, თუმცა ხომ წარმოგიდგენიათ რა შეიძლება მოხდეს, თუ ღია ცის ქვეშ მყოფები დაინფიცირდებიან?! აქ არის ასეთი უბაბი – ბესოსმარია, სადაც ძალიან ბევრი ქართველი იმყოფება. მათმა უმრავლესობამ სამსახურები დაკარგა, ისინი იძულებულები არიან ქუჩა-ქუჩა იარონ, ისარგებლონ მუნიციპალური ტრანსპორტით. შესაბამისად დაინფიცირების რისკი მაღალია.

ესპანეთში მყოფი საქათველოს მოქალაქეები, რომლებიც წლების მანძილზე, უმძიმესი შრომის ფასად, საქართველოში დარჩენილ ოჯახებს არჩენდნენ და ბიუჯეტსაც ეხმარებოდნენ, დღეს უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან და სახელმწიფოს დახმარებას ითხოვენ. ჩვენ ვადევნებთ თვალ-ყურს რა ხდება სხვა ქვეყნებში მყოფ საქართველო მოქალაქეების მიმართებით – ძალიან ბევრი მათგანი სპეცრეისით უკვე დაბრუნდა საქართველოში. სანამ გვიან არ არის, და ლეტალური შედეგებიც ძალიან მცირეა, იქნებ საქართველოს ხელისუფლებამ უახლოეს დღეებში დანიშნოს რეისი, რომ ამ ადამიანებმა სამშობლოში დაბრუნება შეძლონ”– უთხრა “ნიუპოსტს” დავით ჯანაშიამ.

ახალგაზრდა ბარსელონაში მდებარე წმინდა ნინოს ეკლესიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ლუკას (ფალავანდიშვილის) სამოქალაქო და სასულიერო გმირობის შესახებაც ყვება.

მისი თქმით, მრევლმა საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად საქველმოქმედო ჯგუფი – “კრიზის ცენტრი” შეიქმნა, რომელსაც მამა ლუკა ხელმძღვანელობს და სიცოცხლის რისკის ფასად ეხმარება გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს.

“ამ ფონდში მცირე შემოწირულობები გროვდება, რომელიც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების საჭიროებებს ხმარდება. დახმარების მსურველი კი სამწუხაროდ ძალიან ბევრია. მამა ლუკა ყველანაირად ცდილობს, რომ საქართველოს მოქალაქეები გარეთ არ გამოვიდნენ და საჭირო პროდუქტებს პირადად აწვდის. მიუხედავად იმისა, რომ დაინფიცირების ძალიან მაღალი რისკია”– აღნიშნავს დავით ჯანაშია.

როგორც “ნიუპოსტმა” გაარკვია, სამრევლოს სხვა წევრბთან ერთად, დავით ჯანაშიაც ჩართულია საქველმოქმედო საქმეში და პირადადაც ეხმარება თანამემამულეებს. დავითმა ამ საკითხზე ჩვენთან საუბარი არ ისურვა და გვითხრა, რომ ახლა მთავარი ამოცანაა, ბარსელონაში მყოფი ქართველები სამშობლოში დაბრუნდნენ და ინფიცირების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.

რაც შეეხება ზოგადად ქვეყანაში არსებულ სურათს, ჯანაშია ამბობს, რომ მკაცრი ზომების მიღება ესპანეთმაც დააგვიანა.

“დაგვიანდა საზღვრების დაკეტვა, რამაც რთული სურათი გამოიწვია. ფაქტია, რომ ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულთა რაოდენობას შეიძლება ითქვას რომ ვერ უმკლავდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რამდენიმე კომპანიაში მუშები კვლავ მუშაობენ. ჩემი ინფორმაციით მათ შორის არიან ქართველებიც”- დასძინა დავით ჯანაშიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved