• რეკლამა
  • კონტაქტი
12:07, სამშაბათი, 2 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დანილოვმა ეს რა გვაკადრაო, ომი ცხინვალში რომ მიდიოდეს, არ გექნებოდათ მოლოდინი რომ უკრაინამ საკუთარ ტერიტორიაზე დაიწყოს ოპერაცია?” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
01:05 03-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,301

ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე:

 

“დანილოვის განცხადებაზე ატყდა დიდი აჟიოტაჟი, ეს რა გვაკადრაო, როგორ მოუწოდა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნაო, ესე იგი ზელენსკი კი კარგია მაგრამ დანილოვი ცუდიო და ა.შ.

მოდი საკითხს შევხედოთ უკრაინის პოზიციიდან: მთელი საქართველო გაფაციცებით უყურებს უკრაინას, სურს რომ მან დაამარცხოს რუსეთი და ამით ყველამ ვიხეიროთ, ყველაზე მეტად კი სწორედ ჩვენ.

რა არის იმაში ალოგიკური და ამორალური თუ უკრაინას სურს არამხოლოდ მის ხარჯზე მოხდეს საქართველოს გათავისუფლება, არამედ საქართველოსთან ერთად?

წარმოვიდგინოთ ახლა ომი ცხინვალში რომ მიდიოდეს, არ გექნებოდათ სურვილი და მოლოდინი რომ უკრაინამ საკუთარ ტერიტორიაზე დაიწყოს ოპერაცია?

შევხედოთ საკითხს ისტორიის გადმოსახედიდან, რას იტყვიან ამაზე 100 და 200 წლის შემდეგ?

1920 წელს ჩვენი ორი მეზობელი – აზერბაიჯანი და სომხეთი ისე დაიპყრეს, რომ საქართველო არც ერთს არ დაეხმარა და შემდეგ დაიპყრეს საქართველო – უკვე მარტო დარჩენილი. ამაზე ჩვენს ისტორიოგრაფიაში საკმაოდ არაპაციფისტური დამოკიდებულებაა გავრცელებული.

ახლა ამ საქართველოს არც ომის თავი აქვს, არც ძალა და რასაკვირველია არ უნდა ჩაერთოს ომში, ამ ეტაპზე მაინც. მაგრამ, ვხედავ, ომის ოფციის ხსენებაზეც კი უკიდურესი პაციფიზმი მეფობს და ომის მხსენებლებს ლამის მარგინალებად თვლიან.

საიდან ასეთი პაციფიზმი? სადმე ლუქსემბურგში ვცხოვრობთ? ბოლოსდაბოლოს, ან სახლიდან გამოყრილი 300 ათასი კაცის და ათასობით არჩილ ტატუნაშვილის ბედი არ უნდა იწვევდეს ბრაზს? გადასწორებული თამარაშენიც არ გაბრაზებთ?

იცით რა არის ომამდე ყველაზე მოკლე გზა? ომის გამორიცხვა, ამ ოფციის არ დატოვება და მისთვის მოუმზადებლობა. ანუ, ბევრად უფრო შორს ვიქნებოდით ახლა ომისგან ბოლო 10 წელი შეიარაღებული ძალები რომ გვეშენებინა, ვიდრე ახლა ვართ.

სეპარატისტული რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციაც ვერ მოხდება, თუ ხელში ომის ოფცია და ძლიერი შეიარაღებული ძალები არ გიჭირავს. გგონიათ რომ ვიღაც სასწაულმოქმედი დიპლომატი დაჯდება და ისეთ რაღაცეებს ილაპარაკებს, რომ ადგებიან და დევნილებს სახლებში დააბრუნებენ?

ეს ასე არ ხდება. ჯერ ადრეა, მაგრამ როცა დრო მოვა, ისეთი სამხედრო ოპერაციის ჩატარება უნდა შეგვეძლოს, რომ ამ შეძლების შემყურე სეპარატისტებმა რაც შეიძლება მეტი დათმონ მშვიდობიანად.

თბილისის ცენტრში ყავის წრუპვა და პაციფიზმი კარგია, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ხალხზე, ვინც ქართველების სოფლები გადახნა, ოცდაათი წელია მათ აპარტეიდის რეჟიმში აცხოვრებს და ახლა უკრაინელების სახლიდან გამოსაყრელად არიან წასულები.

ესენი არიან დამნაშავეები და სუდეტელი გერმანელები უნდა დაისაჯონ.”

 

ბექა კობახიძე მთიან ყარაბაღში განახლებულ სამხედრო კონფლიქტსაც და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ რუსეთის ფედერაციისთვის გაცემულ პასუხს ეხმაურება და წერს:

 

“როცა გყავს ძლიერი შეიარაღებული ძალები, რუსეთს ელაპარაკები ასე და ერთი ხელის გაწვდენაზე გაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

როცა არ გყავს და ლაპარაკობ პაციფიზმზე, ლაპარაკობ ისე, როგორც ლაპარაკობენ ქოცები.

ეს არის ძალიან მარტივი და ბანალური ამბავი, ამასთანავე სამწუხაროც.”

 

 

თეგები: ბექა კობახიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ არქელი პატარებისთვის
ახალი ამბები

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ არქელი პატარებისთვის

18:24 06-01-2026
​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად
ახალი ამბები

​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად

16:35 06-01-2026
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას

14:34 06-01-2026
„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
ახალი ამბები

„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო

13:56 06-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved