“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე:
“იცით, რა არის ყველაზე გულდასაწყვეტი?
ხელისუფლების წარმომადგენლები თითქმის ყოველდღე ხედავენ ამ ჟურნალისტებს, სახელებით იცნობენ…
მეტიც, დამეფიცება, რომ მათი 90%, 100% თუ არა, მართლა არ არის ნაცი…
არც ლექსო იყო ნაცი…
იმისათვის, რომ კითხვებისთვის თავი აგერიდებინათ, აქამდეც ცინიკურად და დამამცირებლად მიმართავდით…
დგანან ეს ბავშვები ქარში, წვიმაში, მტვერში…
ხან მთელი დღე მშივრები…
დარბიან, სულ სადღაც ეჩქარებათ, სულ ნერვიულობენ, შეცდომა რომ არ დაუშვან…
არასოდეს ავიწყდებათ, თუ რამე გამოეპარათ…
მხოლოდ აგრესია საპასუხოდ…
მხოლოდ ზიზღი და აგრესია…
რისთვის აკეთებთ ამას?
რით იმშვიდებთ თავს, როცა ამას აკეთებთ?
ჟურნალისტ გოგო-ბიჭებზე ხელდასხმითდაგეშილი მარfინისტები და კრიმინალები…
2021 წელი…”
კომენტარები