პოლონეთის ელჩი გორში სტალინის მუზეუმის დახურვას ითხოვს. მარიუშ მაშკიევიჩი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, თუ სანქციებს ვერ უერთდება ეს სიმბოლური ჟესტი მაინც გამოხატოს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
„მინდა მივმართო ჩემს ქართველ მეგობრებს, მე მაქვს ერთი შემოთავაზება. მე მესმის, რომ თქვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ხართ, პატარა ქვეყანა, დიდი მეზობელი, რთული ეკონომიკური მდგომარეობა, არ შეგიძლიათ რუსეთის წინააღმდეგ საუბარი და მათთვის დაწესებული სანქციებისთვის მხარდაჭერა, კარგი, მაგრამ გთხოვთ, გააკეთეთ ერთი სიმბოლური ჟესტი, დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში“, – განაცხადა მაშკიევიჩმა.
სტალინის მუზეუმის კონცეფციის შეცვლას უკვე დიდი ხანია ითხოვენ სამოქალაქო აქტივისტებიც. მათი თქმით, სტალინის მუზუუმში მისულ დამთვალიერებლებს, გიდები არასწორ ინფორმაციებს აწვდიან.
ცნობისთვის, დღეს, 5 მარტს სტალინი გარდაიცვალა.
კომენტარები