• რეკლამა
  • კონტაქტი
00:42, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაჯარიმდება, თუ არა „ჩემი ცოლის დაქალები“? – კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება

ალია ავტორი - ალია
17:04 04-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
110

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ შესახებ საჩივარი არ დააკმაყოფილა. საჩივრის ავტორები მაუწყებლის სამართალდამრღვევად ცნობას და დაჯარიმებას ითხოვდნენ.  საქმე ეხება გადაცემა „დროებაში“ 2021 წლის 7 მარტს 22 საათსა და 07 წუთზე გასულ სიუჟეტს „13 მარტიდან ჩცდ ბრუნდება“, სადაც მსახიობი შოთა ნოზაძე მაყურებელს თავისი პერსონაჟის დამახასიათებელი ლექსიკის გამოყენებით მიმართავს  და სერიალის ყურებისკენ მოუწოდებს.

კომუნიკაციების კომისიამ საკითხის განხილვისას იმსჯელა და მიიჩნია, რომ სიუჟეტში მსახიობმა დააანონსა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სეზონის დაწყება და მოწოდებისას საკუთარი პერსონაჟი, თენგო მაზიაშვილი განასახიერა. აღნიშნული პერსონაჟისთვის კი სპეციფიკური ლექსიკისა და ტერმინოლოგიის გამოყენება დამახასიათებელია.

კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება განპირობებულია სერიალის პერსონაჟის მახასიათებლითა და ნაწარმოების მხატვრული ღირებულებით, რაც გამოყენებული ტერმინის კონტექსტით გამართლების საფუძველია.

ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ „დროების“ სიუჟეტი ეთერში 22 საათსა და 07 წუთზე გავიდა, შესაბამისად, დაცულია კანონით დადგენილი მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც 12 წლამდე ასაკის პირთათვის შეუფერებელი ლექსიკა 21 საათის შემდეგ უნდა განთავსდეს ეთერში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved