• რეკლამა
  • კონტაქტი
07:27, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაიწყეთ გამოძიება მიხეილ სააკაშვილის ციხეების ყოფილი კურატორისა და „ოცნების“ დეპუტატის გივი მიქანაძის წინააღმდეგ – გოგიჩაიშვილი

ალია ავტორი - ალია
12:06 09-12-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
303

დაიწყეთ გამოძიება მიხეილ სააკაშვილის ციხეების ყოფილი კურატორისა და „ოცნების“ დეპუტატის გივი მიქანაძის წინააღმდეგ! – ამ მოთხოვნით პროკურატურას “გახარია საქართველოსთვის“ მიმართავს.

როგორც პარტიის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2006 წელს მომხდარი “ციხის ბუნტისას“, რა დროსაც დაიღუპა 7 და დაშავდა 22 პატიმარი, გივი მიქანაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, უშუალოდ მის საკურატორო სფეროს კი, სასჯელაღსრულების სისტემა წარმოადგენდა.

გოგიჩაიშვილის თქმით, ლეგიტიმურია ვარაუდი იმის თაობაზე, რომ მიქანაძე ციხეში განვითარებული მოვლენების საქმის კურსში იყო და გადაწყვეტილებები მასთან თანხმდებოდა.

„2024 წელს ივანიშვილის “ოცნების“ მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ისევ “ნაცების“ გასამართლებაა და ისიც მხოლოდ არჩევნების შემდეგ.

2006 წლის 27 მარტს, საქართველოს მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ “ციხის ბუნტის“ დროს, სპეცდანიშნულების რაზმის წევრთა მიერ ავტომატური ცეცხსასროლი იარაღიდან განხორციელებული ქაოტური გასროლის შედეგად, დაიღუპა 7 და დაშავდა 22 პატიმარი. პატიმრების მიმართ სიცოცხლის ხელმყოფი და არაადამიანური მოპყრობის ქცევები სპეცრაზმელთა მიერ ბუნტის ჩახშობის შემდეგაც გაგრძელდა. ბაჩო ახალაია, რომელიც ე.წ. ამბოხის სისხლიან ჩახშობას მეთაურობდა, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი იყო. მითითებული გარემოებები დადასტურებულია, როგორც სტრასბურგის სასამართლოს 2020 წლის 2 აპრილის, ასევე საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებებით.

ამ უმძიმესი მოვლენების დროს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი გივი მიქანაძე იკავებდა, რომლის უშუალო საკურატორო სფეროს სასჯელაღსრულების სისტემა წარმოადგენდა. შესაბამისად, ლეგიტიმურია ვივარაუდოთ, რომ გივი მიქანაძე იმ დროს ციხეში განვითარებული მოვლენების საქმის კურსში იყო და გადაწყვეტილებები მასთან თანხმდებოდა.

ეს ინფორმაცია, რომელიც აქამდეც საჯარო და ხელმისაწვდომი იყო, როგორც საზოგადოების, ასევე საგამოძიებო ორგანოებისათვის, აშკარად შეიცავს შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, რაც ავალდებულებს საგამოძიებო ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატის, გივი მიქანაძის დანაშაულში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ჩვენი მხრიდან, გავაგრძელებთ „ოცნების“ იმ წევრების შესაძლო დანაშაულებთან დაკავშირებით ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას, რომლებიც თავის დროზე ემსახურებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს და დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ვითომ გასამართლების კამპანიაში იღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved