• რეკლამა
  • კონტაქტი
11:00, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაგვეხმარეთ! ეს არის ნამდვილი ბრძოლა ნამდვილი დემოკრატიისათვის!” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
01:17 12-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
880

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

სანამ ივანიშვილი სახელმწიფოს მეთაურის სავარძელში ტომრის დაგდებას ცდილობს, ზოგიერთი ტვინგაცხელებული ოპოზიციონერი კი პრეზიდენტის სასახლეში მეორე ქართული ალამუთის მოწყობას გეგმავს (პირველი წამში დაეცა), დიდი ძვრებია სოციალურ ფლანგზე:

🚩 არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე დღეში გააჩერეს ჭიათურის მაღარო, ფერო, ხალხს ხელფასები გაუნახევრეს, ადამიანები შიშით ელიან საწარმოს ამუშავებას.

იმავე ტრაგედიის სიო იგრძნობა ტყიბულსა და აგარაში:

ტყიბულში კრიტიკულად მოაზროვნე მეშახტეებს მიადგნენ და გამოყარეს სამსახურებიდან. აგარაში დაპირებული მეცამეტე ხელფასის ნაცვლად მუშებს მხოლოდ ორ-ორი ტომარა შაქრის გადაცემას დაპირდნენ.

სანამ გვიან არ არის, შემორჩენილი ინდუსტრიის მშრომელებს გვერდით უნდა დავუდგეთ. ეს ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი, უფრო მეტ უმუშევრობასა და გაუარესებულ შრომით პირობებზეც! ფეხზე არ ჰკიდიათ დასაქმებული და მისი ბედი!

🚩 პარალელურად, უძლიერეს, უსერიოზულეს აქტორად ყალიბდება საჯარო მოხელეთა პროფკავშირი, მათ ლიდერებს დევნიან, ათავისუფლებენ. უმამაცესი საჯარო მოხელეების მიტოვება, რომელთაც ყოველდღე ემუქრებიან და აშინებენ, დანაშაულია!

🚩 რამდენი რამ შეიცვალა ამ ქვეყანაში, მაგრამ ირაკლი პეტრიაშვილი ვერ მოვიცილეთ (წაიკითხეთ ბუთას სვეტი: https://www.mautskebeli.ge/free-column/2755)

დღეს ამ სუბიექტმა პროფკავშირის შენობაში არ შეუშვა პროფკავშირის წევრები. ამითაც არ დაკმაყოფილდა, დაასისხლიანებინა ისინი, კბილები ჩაუმტვრიეს ზოგიერთს.

პროფკავშირული კონფედერაცია ამ კაცისა და მისი ბანდის წევრთა პირადი საკუთრება არ არის. პროფკავშირის გამგეობის წევრებო, ყელში არ ამოგივიდათ?! ხმა ამოიღეთ! გამოაძევეთ სკამზე შეზრდილი კაცი, უკვე ავად არის, იხრჩობა ცოდვებისგან! ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მასწავლებლების კავშირს ეკისრება!

🚩 პროტესტის უმნიშვნელოვანესი კერა გიზგიზებს საზმაუსთან. მართალია საზმაუ უარს ამბობს დღის ეთერის გახსნაზე, საათში ორჯერ იწვევს მამუკა არეშიძეს ჩვენი ხმის ჩასახშობად, ფეხებს აბაკუნებენ პროტესტანტთა ყველა მოთხოვნის გაგონებისას, მაგრამ საქმე მაინც კეთდება!

ხელისუფლების პროპაგანდონების, ლიბერალური ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ხმების გარდა, საზმაუზე გამოჩდნენ ტყიბულელი მეშახტეები, აზერბაიჯანულენოვანი აქტივისტები, სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი ინტელექტუალები და ა.შ.

🚩 ხვალ, 15 საათზე პლეხანოვზე, რკინიგზელთა სახლთან (ახალ თეატრთან) ეწყობა უმნიშვნელოვანესი დემონსტრაცია. ხალხი ითხოვს ვალების გაყინვას ბანკებისგან. ვალების გაყინვა დროებით მაინც გაათავისუფლებდა ადამიანებს ბორკილებისგან და მათ გაუადვილებდა ბრძოლას ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვის, მოძალადეების დასჯისა და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოტივით !!!

☂️ დიდი ქოლგა სჭირდება ყველა ამ მოვლენის ერთად თავმოყრას, ამ მოვლენების სინერგიას.

ეს არის ნამდვილი ბრძოლა ნამდვილი დემოკრატიისათვის!

დაგვეხმარეთ !!!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved