ჯუმათში, სტიქიის დროს დაღუპულ თორნიკე ჩხარტიშვილს სოფელი და ახლობლები ემშვიდობებიან. სოფელი ჯუმათის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს:
„ცრემლით და ტკივილით ხვდება ახალ სასწავლო წელს ჯუმათის საჯარო სკოლა. თორნიკე ჩხარტიშვილი, ჩვენი კეთილი და მოსაფერებელი ვაჟკაცი წაგვართვა სტიქიამ. ვუსამძიმრებთ ოჯახს, სოფელს, მთელს ქვეყანას! ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სპეტაკი სული ჩვენო თორნიკე! დაგვაკლდები უსაშველოდ! მშვიდობით ,,ბუთქუჩა,,!“
კომენტარები