• რეკლამა
  • კონტაქტი
18:42, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაგარეგისტრირე მეორე აცრაზე… ერთჯერ აცრილმა კოვიდპასპორტი აიღე…” – გვარამია ღარიბაშვილს

ალია ავტორი - ალია
21:53 09-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

“მთავარი” არხის დირექტორი, ნიკა გვარამია:

Irakli Garibashvili იუსტიციის მინისტრთან ერთად პირდაპირ ეთერში რომ დანაშაული ჩაიდინე, დოკუმენტი გააყალბე და ერთჯერ აცრილმა სრულად აცრილის კოვიდპასპორტი აიღე, მერე ვილაპარაკოთ ამაზე.

ახლა შენს კოვიდ უსაფრთხოებას მივუბრუნდეთ. აგერ, დაგარეგისტრირეთ მეორე აცრაზე. დროზე მიდი, არ დაგაგვიანდეს, რიგი არ გაუშვა. კამერებიც მოვლენ და მაქედანაც ჩემზე ილაპარაკე, თუ აცრის წინ თავის გასამხნევებლად გჭირდება.”

“ალია” აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩვენ რამდენჯერმე უკვე გადავამოწმეთ რეგისტრაციის საიტის სისწორე – ორჯერადად აცრილი თანამშრომელის დარეგისტრირება ვცადეთ, დაარეგისტრირა ერთი შეხედვით, დაგვიდასტურა, თუმცა, ხოტა ხანში მივიღეთ მესიჯი, რომ ის უკვე აცრილია ორჯერადად და ვაქცინაციით ვერ ისარგებლებს.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განცხადება გაავრცელა:

,,დღეს ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ “სკანდალური” ამბავი აცნობა საზოგადოებას და მორიგი ფეიკ ნიუსი გაავრცელა იმის შესახებ, რომ თითქოსდა პრემიერ-მინისტრმა დანაშაული ჩაიდინა და კოვიდბარათი გააყალბა, ამ დანაშაულის ამსახველი მასალა კი მისმა პრესსამსახურმა პირადი კამერით გადაიღო და საჯაროდ გაავრცელა. არადა ძალიან მარტივი იყო იუსტიციის სახლის გვერდზე ინფორმაციის გადამოწმება, სადაც ნათლად წერია, რომ კოვიდბარათის მიღება შეუძლია როგორც სრულად, ისე ერთჯერადად ვაქცინირებულ პირს.

ნებისმიერ პირს შეუძლია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში აიღოს COVID 19 ბარათი, რომელშიც მოცემულია შემდეგი ინფორმაცია: ვაქცინაციის სტატუსი, ბოლო pcr კვლევის შედეგი, ინფიცირების სტატუსი ბოლო 6 თვე. ბარათი გაიცემა უფასოდ.

ამავე ტელეკომპანიამ პრემიერ-მინისტრის ნებართვის გარეშე მისი პირადი მონაცემები უკანონოდ გამოიყენა და ვაქცინაციის პორტალზე თვითნებურად დაარეგისტრირა. ეს სამარცხვინო ქმედებაც, ისევე როგორც გავრცელებული ტყუილი “გაყალბებულ” კოვიდბარათზე, არც ჟურნალისტურ და არც ადამიანურ სტანდარტში არ ჯდება!”

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილინიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved