• რეკლამა
  • კონტაქტი
15:58, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დადასტურებულია მტკიცებულებებით, რომ მათ მოკლეს გიორგი” – ბიძა გვარებს ასახელებს

ალია ავტორი - ალია
13:39 07-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე იმ პირებს ასახელებს, რომლებიც გზის ერთი მხრიდან გიორგი შაქარაშვილს ჩაჰყვნენ, ხოლო ნაწილმა გზა გადაუღობა და მისივე განცხადებით, არაგვის პირას განზრახ მკვლელობა განახორციელა.

რაც შეეხება მანქანაში მყოფ კიდევ ერთ პირს, ვასილ მახარაძეს, ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში მახარაძის როლი ირკვევა, თუმცა მასთანაც იგივე პრეტენზია აქვს ოჯახს, რაც ზემოთხსენებულ პირებთან.

“სამი, რომელიც გიორგის მისდევდა, რომელთან ერთადაც ხიდი გადმოკვეთეს და ცენტრალური გზა ესენი გახლავთ: ჩიქოვანი და ორი არასრულწლოვანი (ზ.ხ. და ა.ქ.) მეორე მხრიდან ცხადია და ნათელია ახვლედიანის ჩვენებიდან, რომ იყვნენ გაგნიძე და რევაზიშვილი, რომლებმაც გზა მოუჭრეს გიორგის. მახარაძის როლი ნელ-ნელა ირკვევა, რა შეეძლო მას მოემოქმედებინა იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ფაქტია, რომ ის მანქანიდან გადმოვიდა, გაეკიდა სხვა პირებთან ერთად გიორგის და მასთან მყოფ ბავშვებს და კონკრეტულად, რა ქმედება განახორციელა მახარაძემ დადგინდება ზუსტად. მახარაძესთანაც იგივე პრეტენზია გვაქვს, რაც დანარჩენებთან.

ოჯახის პოზიცია არ არის მხოლოდ ვერსია, ეს არის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე და ბოლოს უკვე ახვლედიანის და ამირხანაშვილის ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და იძლევა სურათს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. საუბარია, რომ სამი პირი გიორგის ჩაჰყვა გზის ერთი მხრიდან, ხოლო ორმა პირმა, შესაძლოა, სამმაც (ახლა ირკვევა, ვის რა ფუნქცია ჰქონდა და ახორციელებდა) ბავშვს გზა მოუჭრეს, დაედევნენ ფერდობზე და არაგვის პირას განზრახ მკვლელობა განახორციელეს. მაქვს მოლოდინი, რომ ამ საქმეს გამოძიება ბოლომდე მიიყვანს. ბრალს წაუყენებენ ექვსივე მათგანს და საბოლოო ჯამში სასამართლოშიც გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

როდესაც “ტოიოტა ქამრი” ჩერდება, იქიდან პირები გადმოდიან, თავდაპირველად ახვლედიანის ჩვენებით ის ხედავს ორ პირს, სახელებსა და გვარებს უთითებს, საუბარია გაგნიძეზე და რევაზიშვილზე. გაგნიძე და რევაზიშვილი ჩადიან, არ გადმოკვეთენ ავტობანს, ისე ჩარბიან გზის იქითა მხრიდან. საბოლოო ჯამში, ჩანს, რომ სამი პირი, რომელიც მისდევს და ამ სამ პირს ამირხანაშვილი ასახელებს და ახვლედიანიც საუბრობს ამაზე, რომ ესენი არ იყვნენ ის პირები, რომლებიც თავიდან გადმოვიდნენ “ტოიოტა ქამრიდან”. ანუ, აქ კარგად, ცალსახად არის გამიჯნული, მკითხაობა არ უნდა, ასე ნაწილდება მათ შორის როლები. საბოლოოდ, ეს ადამიანები გიორგის მოიმწყვდევენ ხიდის სვეტებთან. ამით გაეცა პასუხი – ბუნებრივია, იყო კითხვის ნიშნის ქვეშ, ბავშვმა რატომ მიიღო გადაწყვეტილება ფერდობის მიმართულებით სიბნელეში დაშვებულიყო, როცა მას თავისუფლად შეეძლო ამორბენა, მას ვერ დაეწეოდნენ გამოდევნებული პირები. სწორედ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, იქ ლოგიკურად, რეალური ვითარების აღდგენის თვალსაზრისით თქვენ ვერც ერთ ალტერნატიულ გზას ვერ იპოვით, თუ წინიდან არ გიღობავენ გზას, რომ წახვიდეთ ფერდობის მიმართულებით, მდინარისკენ სიბნელეში – ეს ასეა, ეს არის დადასტურებული!”

თეგები: შაქარაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved