• რეკლამა
  • კონტაქტი
08:30, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაბლოკილი ფილმის ჩვენება კინოს სახლში სხვა ფილმზე დასასწრები ბილეთით – კინო მაყურებელს! – “სინექსპრესი”

ალია ავტორი - ალია
00:57 05-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,394

კომპანია “სინექსპრესი” რომელმაც დღეს სხვა ჩვენებაზე მისულ ადამიანებს ე.წ. დაბლოკილი ფილმი აჩვენა და ასე გამოხატა პროტესტი, ავრცელებს განცხადებას:

 

თავდაპირველად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „სინექსპრესი“ კინემატოგრაფისტთა პოლიტიკურად დამოუკიდებელი (და არა აპოლიტიკური) მოძრაობაა.

2019 წლის იანვრიდან მოყოლებული, პერიოდულად, სხვადასხვა ადმინისტრაციული მმართველობის პირობებში, ვთანამშრომლობთ საქართველოს კინოაკადემიასთან, რაც გულისხმობს, მათი მხრიდან სივრცის (წითელი და ლურჯი დარბაზები) დათმობას, ხოლო ჩვენი მხრიდან, ორგანიზებას ჩვენებებისა, რომელთა შემდგომაც, ხშირად, იმართებოდა დისკუსიები, მიმდინარეობდა ნანახზე მსჯელობა და აზრთაცვლა, რაც კინოჩვენებების უცილობელი ნაწილია და რაც ფილმის ნახვის გამოცდილებას სულ სხვა ელფერს მატებს.

სამი წლის განმავლობაში, მიუხედავად პერიოდული უთანხმოებებისა, ჩვენთვის არავის მოუცია დირექტივა, რა შინაარსის, რა პოლიტიკური თუ სოციალური მნიშვნელობის ფილმები უნდა გვეჩვენებინა ან არ უნდა გვეჩვენებინა. პროგრამას ვადგენდით ჩვენი ნებით, მაყურებლისთვის არაერთხელ შეგვითავაზებია იმგვარი ნამუშევრები, რომლებიც საკუთრივ შინაარსითა თუ ფორმით, დამკვიდრებული სოციო-პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჰეგემონიურობის კრიტიკული გააზრების თანამედროვე თუ კლასიკური ნიმუშებია.

მოგეხსენებათ, ამ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს კინოაკადემიის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პირადი შეხედულების საფუძველზე, დაბლოკა სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის ჩვენებები სივრცეში, რომელიც საჯარო კულტურული არეა და რომელიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის – როგორც ახალგაზრდა დამწყები, ასევე გამოცდილი რეჟისორებისათვის და, რა თქმა უნდა, მათი ნამუშევრებით დაინტერესებული მაყურებლისათვის.

აღნიშნული ქმედება, გარდა იმისა, რომ ცენზურის უხეში გამოვლინებაა, აკადემიის პრეზიდენტისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მაგალითია. ხოლო ცენზურის თითოეული გამოვლინება, ფილმების შექმნის თითოეულ ეტაპზე, იქნება ეს დაფინანსება, წარმოება თუ შემდგომი ჩვენებები, საავტორო თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვაა, რაც უთანასწორო პირობებს ქმნის, ახალისებს ნეპოტიზმსა თუ არაპროფესიონალიზმს და დარგს პოლიტიკურად მიკუთვნებული პირების ვიწრო ხედვას უქვემდებარებს.

ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა თითოეული კინო-ორგანიზაციის პრიორიტეტი ქართული ფილმების ადგილობრივი მაყურებლისთვის მასობრივი ხელმისაწვდომობის შექმნა უნდა იყოს. ფილმების ავკარგიანობაზე, მათ ფორმალისტურ თუ შინაარსობრივ მხარეებზე, კინოს მკვლევრებმა, კინოკრიტიკოსებმა და თავად მაყურებელმა უნდა იმსჯელოს.

კულტურულ სივრცეებს, „მაკრატელისა“ თუ ვიწრო პოლიტიკური და კლანური ინტერესების გატარების ნაცვლად, დემოკრატიზაცია და კინოს აუდიტორიისათვის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა სჭირდება. კულტურული სივრცეების „მოთვინიერების“ თითოეული მცდელობა პოლიტიკურად ანგაჟირებული აქტორების მხრიდან, მკვდარი ქმედებაა, რომელსაც ყველა ფორმით უნდა დავუპირისპირდეთ, რათა ჩანასახშივე ჩაიხშოს, რომ უფრო უარესი რეალობის წინაშე არ მოგვიწიოს ყოფნა.

ჩვენი დღევანდელი ქმედება, რაც დღეს კინოს სახლში დაბლოკილი ფილმის ჩვენებას გულისხმობს, გარდა იმისა, რომ გამოხატვის ფორმითვე უპირისპირდება ცენზურას და მის ყოველგვარ გამოვლინებას, ერთგვარი გზავნილიცაა ავტორიტარული მმართველობისკენ მიდრეკილი სუბიექტებისადმი: როგორც არ უნდა ცადოთ და შეზღუდოთ გამოხატვის თუ ნებისმიერი სხვა სახის თავისუფლება, ჩვენ მაინც ვიპოვით გამოსავალს იმის გამოსახატად და სათქმელად, რასაც ვფიქრობთ.

კინო მაყურებელს!

თეგები: "აკრძალული" ფილმი საქართველოშიკინო მაყურებელს!სინექსპრესი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved