ბაგა-ბაღში, სადაც ერთ-ერთი მშობლის თქმით, სამ მცირეწლოვან ბავშვს კიბეზე ჩამოსვლისას დენმა დაარტყა, აღსაზრდელების მშობლები დირექციისგან ტერიტორიის სრულად შემოწმებას ითხოვენ, რათა უსაფრთხოებაში დარწმუნდნენ. მათი თქმით, ადგილზე, სადაც ბავშვები არიან, ძაბვა საერთოდ არ უნდა იყოს.
იყო დაბალი ძაბვაო. ჯერ ვინ გაზომა და როგორ გაზომა და მერე მეორე, ადგილი, სადაც ბავშვები არიან, ძაბვა საერთოდ არ უნდა იყოს. მთავარი პრობლემა ჩემთვის პირადად არის ის, რომ ესე იგი, მუშაობდა არაპროფესიონალი და თუ არაპროფესიონალი მუშაობდა, რა გარანტია გვაქვს, რომ სხვა ადგილზეც იგივე პრობლემა არ იქნება? მიმაჩნია, რომ მთლიანად უნდა შემოწმდეს ელექტროგაყვანილობა, – ეუბნება ერთ-ერთი მშობელი ტვ პირველს.
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 109-ე ბაგა-ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტება “ინტერპრესნიუსთან” გააკეთა და აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღის შენობის ელექტროგაყვანილობა სრულად გამართული და უსაფრთხოა, რაც დასტურდება შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით.
მშობლის ინფორმაციით, ინცინდენტის შემდეგ დაწესებულებას სასწრაფო დახმარების ბრიგადაც კი არ გამოუძახებია, რათა ამბავი არ გახმაურებულიყო.











კომენტარები