სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ზურაბ ჯიბღაშვილი:
“საქართველოს პრეზიდენტი „მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში“.
იმისთვის, რომ გაირკვეს, პრეზიდენტმა დაარღვია თუ არა კონსტიტუცია, ჯერ ზუსტად უნდა განისაზღვროს უფლებამოსილების მნიშვნელობა. საგარეო სფეროში კონკრეტული წარომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, კონკრეტული სამართლებრივი შედეგის წარმოშობასთან (ან მის მცდელობასთან) უნდა იყოს დაკავშირებული. სხვა შემთხვევაში, ის არ შეიძლება იქნას განხილული უფლებამოსილების განხორციელებად.
საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი დოქტრინალურად, ტრიბუნის უფლებითაა ძლიერი. მისი ძალაუფლება არის არა ხელისუფლებაში, არამედ ხმის უფლებიდან წარმოშობილ გავლენაში. თუ პრეზიდენტის ყველა კომუნიკაცია საგარეო სფეროში უფლებამოსილების განხორცილებად იქნება მიჩნეული, მაშინ დაირვევა ეს კონცეფცია. ამ შემთხვევაში კი პრეზიდენტისგან აღარ დარჩება უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი – სახელმწიფოს მეთაური.
იურისტები ნორმის ვიწრო წაკითხვას უნდა გავცდეთ; იურისტობა ესაა, თორემ კანონს ჩვენზე კარგად, ფილოლოგები წაიკითხავენ. ამას პირველ ლექციებზე ვეუბნები ხოლმე ჩემს გვრიტებს.”
კომენტარები