ევროკავშირის საგანგებო სხდომაზე, ბრიუსელში უკრაინის განაცხადს განიხილავენ, სხდომას პრეზიდენტი ზელენსკი ონლაინ ჩაერთო და მის სიტყვას ტაშით შეხვდნენ და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები ფეხზე წამოუდგნენ.
ზელენსკი:
“დღეს ევროკავშირის ყველა ქვეყანა გაერთიანდა და რუსები ფასს გადაიხდიან იმ ტრაგედიისთვის, რომელიც უკრაინაში დაატრიალეს. ფასი მაღალი იქნება.
გვითხარით, რომ თქვენ იქნებით ჩვენ გვერდით, დაამტკიცეთ, რომ თქვენ ჩვენ არ მიგვატოვებთ და ამიტომ სიცოცხლე გაიმარჯვებს სიკვდილზე და სინათლე გაიმარჯვებს სიბნელეზე”
კომენტარები