• რეკლამა
  • კონტაქტი
15:26, შაბათი, 28 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დააკავეს პირი, რომელიც სოფელ გიორგაძეებში 1 871 908 ლარად ღირებულ სპორტულ სტადიონს უკანონოდ დაეუფლა

ალია ავტორი - ალია
15:10 11-28-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, საქმე ეხება ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეებში სახელმწიფო მიწაზე მოწყობილ 11 248 კვ.მ. სპორტულ სტადიონს, რომლის ღირებულებაც 1 871 908 ლარია.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა სტადიონის ტერიტორია ფიქტიურად სამ ნაწილად დაყო და გაყალბებული საბუთებით, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებად, საკუთარ და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე გააფორმა.

გამოძიების ვერსიით, უკანონო წარმომავლობის დასაფარად ნაკვეთებს არასასოფლო-სამეურნეო სტატუსი მიენიჭა, შემდეგ ფიქტიური ნასყიდობით ერთ პირზე გადაფორმდა და საჯარო რეესტრში გაერთიანდა, რითაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოხდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეებში მცხოვრებმა ბრალდებულმა განიზრახა თაღლითურად დაუფლებოდა ამავე სოფელში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოწყობილ 11 248 კვ.მ. ფართის სპორტულ სტადიონს და შემდგომში მოეხდინა უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზაცია. ამ მიზნით, ბრალდებულმა სპორტული სტადიონის ტერიტორია ფიქტიურად დაყო სამ ნაწილად და გაყალბებული დოკუმენტაციის საფუძველზე, როგორც თითქოს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკუთრებაში დაარეგისტრირა თავის და მასთან დაკავშირებული ფიქტიური პირების სახელზე. საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ, მიწის ნაკვეთების უკანონო წარმომავლობის დაფარვის მიზნით, მან სამივე მიწის ნაკვეთს შეუცვალა ფუნქცია და არასასოფლო-სამეურნეო მიწად დაარეგსტრირა საჯარო რეესტრში. ხსენებულის შემდეგ, ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, სამივე მიწის ნაკვეთი გადააფორმა მასთან დაკავშირებული პირის სახელზე, რომელმაც შემდეგში მისი დავალებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოახდინა მიწის ნაკვეთების გაერთიანება, რითაც მოხდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და ამ გზით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის – 1 871 908 ლარად ღირებული სპორტული სტადიონის დაუფლება.

ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ერთი პირია დაკავებული. მას ბრალდება სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით წარედგინა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

14:39 11-28-2026
თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ

13:53 11-27-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:47 11-27-2026
თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved