• რეკლამა
  • კონტაქტი
20:44, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დააკავეს კაცი, რომელიც 87-ჯერ აიცრა, ანტივაქსერების ნაცვლად იკეთებდა ვაქცინას… ანტივაქსერებს განსხვავებული სიზმრები ესიზმრებათ…” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
13:45 07-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
530
“ენმ”–ის წევრი, რომან გოცირიძე:
არგენტინის, ბრაზილიისა და მექსიკის პრეზიდენტებმა ამერიკის ქვეყნების კონფერენციაზე უარი განაცხადეს შეერთებოდნენ დეკლარაციას, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ერთი საინტერესო დამთხვევა-სამივე ანტივაქსერია, ორი რუსული “სპუტნიკითაა” აცრილი (სხვა გზა რომ არ ჰქონდათ), ერთიც საერთოდ აუცრელია (ბრაზილიის).
სხვათა შორის, უნგრეთი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც “სპუტნიკით” აცრა ნებადართულია, ხოლო ამ ქვეყნის პრეზიდენტი ორბანი ჩინური ვაქცინით არის აცრილი:))
კანადაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ანტივაქსერები ნაკლებად სოლიდარულები არიან უკრაინის მიმართ, ვიდრე პროვაქსერები.
კიდევ ერთი სიახლე-გერმანიაში ამ დღეებში დააკავეს ერთი კაცი, რომელიც 87-ჯერ აიცრა. იმ ანტივაქსერების ნაცვლად იკეთებდა ვაქცინას გაყალბებული საბუთებით, რომელთათვისაც აცრა სავალდებულო იყო. ბლომად ფული იშოვა, მაგრამ არ გაუმართლა, ციხეში ამოჰყო თავი თაღლითობისათვის. ეს კაცი კანადის გამოკითხვას თუ მოჰკრა სადმე თვალს, ალბათ იტყვის, პოლიტპატიმარი ვარ, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად ვიცრებოდი და არა ფულისთვისო:))
ჩემი აზრით, ანტივაქსერებს განსხვავებული სიზმრები ესიზმრებათ, ვიდრე პროვაქსერებს. მოვა დრო და ამასაც დაადასტურებენ მეცნიერები. არ მოვყვები, რითი განსხვავდებიან ეს სიზმრები, დიდ დროს წაგვართმევს. ზოგადად, სიზმრების მოყოლა სახიფათოა, ვაი თუ ვინმე ფროიდის მცოდნემ მოისმინოს და ამოიცნოს თქვენი იდუმალი ზრახვები.”
თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved