სამი ახალგაზრდა, რომელებმაც კომენდატის საათის დაწყებამდე ტაძარში შესვლა ვერ მოასწრეს, სამართალდამცველებმა დააჯარიმეს.
მათ ადგილზე განუმარტეს, რომ ადგილი აქვს კომენდატის საათის დარღვევას და თითოეულს 3 ათას ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.
ახალგაზრდები დაჯარიმების შემდეგ ითხოვდნენ შესულიყვნენ ტაძარში, რადგან ლიტანიობაზე დასწრების სურვილი ჰქონდათ, თუმცა ტაძრის შიგნით ხმა ვერ მიაწვდინეს და წავიდნენ.
გორის საკათედრო ტაძარში აღდგომის დღესასწაულს ძირითადად სასულიერო პირები, მგალობლები და მედავითნეები ხვდებიან.
ხალხის განსაკუთრებული სიმრავლით არც ეზო და არც ეკლესიის შიდა ინტერიერი არ გამოირჩევა. მიტროპოლიტის მოწოდება, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას, თითქმის სრულდება.
ქართლი.ჯი
კომენტარები