• რეკლამა
  • კონტაქტი
14:00, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„და რას ითხოვს „ქართული ოცნება“? რას აპროტესტებს, არ გაინტერესებთ?“ – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:43 03-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,005

ლევან ჯავახიშვილი, ალია

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი.

 

– რა შეიძლებოდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მხარდასაჭერად და რა არ გააკეთა?

– მინიმუმ, რა გეგმითაც მიდის დასავლეთი, ის უნდა გაეკეთებინა, თუ მეტი არა. მე ვფიქრობ, ჩვენ დასავლეთზე მეტი ვალდებულებებიც კი გვაქვს, რადგან რუსეთისგან ოკუპირებული ქვეყანა ვართ. რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს უნდა შეერთებოდა საქართველო, მინიმუმ, სიმბოლურად მაინც,  დავუშვათ, იმ ნაწილში არა, რაც ჩვენთვის მტკივნეული იქნებოდა. ამით ჩვენი  ქვეყნის დასავლური ორიენტაციის სიმყარეს დავამტკიცებდით, ამის ხაზგასმა იქნებოდა. ჩვენ მაინც მოგვიწევს ამ სანქციებისთვის მხარის აბმა. რატომ? იმიტომ რომ სხვანაირად უფრო დიდი პრობლემები გვექნება. აქ არა მხოლოდ სანქციებზეა ლაპარაკი. ბევრად უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ. გასაგებია, საქართველოს ბევრი არაფერი შეუძლია, მაგრამ სიმბოლურ მხარდაჭერას  დიდი მნიშვნელობა აქვს. აგერ, უკრაინაში დაღუპული ორი ჯარისკაცი, დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დაკრძალეს. სახელმწიფომ, მისმა კონკრეტულმა უწყებამ, ნება არ მისცა მათ ოჯახებს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაეკრძალათ. მთელი მსოფლიო უკრაინელ ლტოლვილებს იღებს და ჩვენთან რუსი ლტოლვილები უფრო მეტნი აღმოჩნდნენ ამ სიტუაციაში.  ეს ყველაფერი გარკვეული ინდიკატორებია, რომელსაც რუსეთი თავის პრიზმაში უყურებს და კმაყოფილია. ეს კმაყოფილება არაერთხელ გამოუთქვამთ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს. ახლა უკვე გრიგორი კარასინმაც თქვა, რომ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობას ნათელი მომავალი აქვსო. ამ ყველაფერს, ცხადია, მტკივნეულად აღიქვამს უკრაინის ხელისუფლება. ამას ამგვარად იმიტომ კი არ აღიქვამს, რომ ჩვენი ოპოზიცია აწვდის ინფორმაციას. ჯერ ერთი, ნებისმიერ მიწოდებულ ინფორმაციას ამოწმებს უკრაინული მხარე. მეორე, საქართველოს ხელისუფლების რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა  და ამის პასუხად რუსი პოლიტიკოსების სამადლობელი სიტყვები ხელისგულზე დევს, მშვენივრად ხედავენ, ვინ რას აკეთებს. უკრაინული მხარე შესაბამისად რეაგირებს, ჩვენი მხრიდან ასეთ ქმედებებს  მართლა ძალზე მტკივნეულად აღიქვამენ  და არც მათი მწვავე განცხადებებია გასაკვირი ჩვენს მიმართ, რადგან ეს  ქვეყანა დღეს ომშია. ძალიან რთული ვითარება გვაქვს. თუმცა, ერთი დამაიდებელი უნდა ვთქვა – უკრაინელებს ეს განწყობა მხოლოდ ხელისუფლების მიმართ ჩამოუყალიბდათ და არა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ. ხალხს და ხელისუფლებას მკაფიოდ მიჯნავენ. ხალხმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა არაერთხელ აჩვენა და მე ვიტყოდი, ამ პატარა ქვეყანამ  ძალიან ბევრი გააკეთა უკრაინისთვის, უკრაინელებისთვის.

– სალომე ზურაბიშვილმა უცხოეთში ვიზიტებისას და შემდგომში, საქართველოშიც, უკრაინის მხარდამჭერი მკაფიო განცხადებები გააკეთა. ამის გამო „ქართული ოცნება“ დაუპირისპირდა მის მიერ არჩეულ პრეზიდენტს. მათი ხედვით, რა დააშავა პრეზიდენტმა, როგორ ფიქრობთ?

– ეს იყო წარმოუდგენელი სცენა. რატომ უკვირს ჩვენს ხელისუფლებას უკრაინის ხელისუფლების საყვედურები და არც თუ მეგობრული დამოკიდებულება, როდესაც სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მხარდაჭერისთვის ისჯება? ებრძვიან და არც გამარჯობა და არც ნახვამდის არ უთხრეს საპარლამენტო გამოსვლისას. საკუთარი ინიციატივით წავიდა უცხოეთში და იქ სიტყვით გამოვიდაო, ამას აბრალებენ და ასეთი აბსურდული ბრალდება დიდი ხანია, ამ ხელისუფლებისგანაც კი  არ გამიგია. სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა, მაგრამ საქართველო სახელით არ გამოსულა საერთაშორისო ფორუმებზე, არც ერთ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. და რას ითხოვს „ქართული ოცნება“? რას აპროტესტებს? იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს  საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება აქვს? ფაქტობრივად, აქამდე დავიდა ეს დავა. სალომე ზურაბიშვილს არც ერთ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია, არც მოლაპარაკებები უწარმოებია იმ ქვეყნებში, სადაც იმყოფებოდა და  გამოდის, „ქართული ოცნება“ ითხოვს, პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრის ქონისა და მისი გამოთქმის უფლება.

„ეს ძალიან  ძვირი დაუჯდება საქართველოს…“ – რას ეუბნება „ალიას“ გია ხუხაშვილი

თეგები: გია ხუხაშვილიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

08:00 06-17-2026
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved