• რეკლამა
  • კონტაქტი
22:26, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

COVID-19-ის ახალი სიმპტომები – ნაკლებ გავრცელებული

ალია ავტორი - ალია
15:13 04-02-2020
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. მათ შორის არის ყველ სიმპტომი და მათი ცვალებადობა ადამიანიდან ადამიანში.

COVID-19-ის ყველაზე გამორჩეულ სიმპტომებს შორის არის მშრალი ხველა, ტემპერატურა და სუნთქვის გაძნელება.

თუმცა, მრავალ ადამიანს ეს სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნება, ამ დროს კი ინფიცირებული და ძლიერ გადამდები არიან. როგორც კვლევები მიუთითებს, საკმაოდ დიდი ოდენობით პაციენტს პირველ რიგში სხვა სიმპტომები გამოუვლინდა, მათ შორის დიარეა და გემოსა და ყნოსვის დაკარგვა

გთავაზობთ COVID-19-ის 10 ყველაზე ნაკლებად გავრცელებულ სიმპტომს, რომლებზეც კვლევები მიუთითებს.

საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, მაგალითად, ფაღარათი და ღებინება შეიძლება, საკმაოდ გავრცელებული სიმპტომი იყოს

საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს კორონავირუსულ ინფექციას სულ უფრო მეტი მკვლევარი უკავშირებს, თუმცა, არ არსებობს ერთიანი მოსაზრება.

ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ფაღარათი ჩინეთში პაციენტთა მხოლოდ სამ პროცენტს აღენიშნებოდა. 

პაციენტთა ხუთ პროცენტს აქვს ღებინება.

ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ეს რიცხვები შეიძლება იმაზე მაღალი იყოს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა და პაციენტთა თითქმის ნახევარს, რესპირატორულ სიმპტომებთან ერთად ჰქონდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებიც.

როგორც წესი, ასეთ პაციენტებს მალევე უვლინდებათ უფრო დამახასიათებელი სიმპტომებიც — სუნთქვის გაძნელება, ტემპერატურა, მშრალი ხველა. მკვლევართა განცხადებით, შესწავლილ პაციენტთა დაახლოებით სამ პროცენტს მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები ჰქონდა.

ზოგადი სისუსტე და დაბნეულობა ატიპური სიმპტომებია

ვაშინგტონის მოხუცთა თავშესაფარში დაფიქსირებული ბოლოდროინდელი შემთხვევისას, მცხოვრებთა ერთ-მესამედს კორონავირუსი დაუდგინდა, რომელთაგან ნახევარს სიმპტომები საერთოდ არ ჰქონდა, რამდენიმე პაციენტს კი აღენიშნებოდა უჩვეულო სიმპტომები — სისუსტე, დისკომფორტის ზოგადი შეგრძნება, შეუძლოდ ყოფნა ან დაბნეულობა.

ზოგიერთ შემთხვევაში, სისუსტე, დაბნეულობა ან დაუძლურება შეიძლება, COVID-19-ის ნიშანი იყოს.

თუმცა, ეს გახლავთ პაციენტთა მიერ გადმოცემული ყველაზე ატიპური სიმპტოები, რომლებსაც ხშირად თან ახლავს უფრო დამახასიათებელი სიმპტომები — მშრალი ხველა ან ტემპერატურა. დაღლილობა იშვიათად აღინიშნება სხვა უფრო დამახასიათებელ სიმპტომებთან ერთად.

პანდემიის შიშმა, კარანტინმა და სოციალურმა დისტანცირებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი სტრესი და მღელვარების შეგრძნება.

როგორც ფსიქოთერაპევტი ილენ კიოჰენი Psychology Today-ში წერს, ამ ყველაფერმა და სხვა ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსისთვის დამახასიათებელის მსგავსი სიმპტომები და შესაბამისად, მნიშვნელოვანია არ მიეცეთ პანიკას, თუ თავს დაღლილად ან აფორიაქებულად იგრძნობთ.

COVID-19-ს ზოგჯერ თან ახლავს ციება და კუნთების ტკივილი

ციება და ტკივილის შეგრძნება შეიძლება მრავალი დაავადების სიმპტომი იყოს, მათ შორის გრიპის, თუმცა, ამის შესახებ კორონავირუსის პაციენტებიც იტყობინებიან. უცნობია, რამდენად გავრცელებულია ეს სიმპტომები, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენების მიხედვით, შესწავლილ პაციენტთა დაახლოებით 11 პროცენტს აღენიშნება ციება, 14 პროცენტს კუნთების ტკივილი.

ეს სიმპტომები შეიძლება უბრალოდ წინ უსწრებდეს უფრო დამახასიათებელ სიმპტომებს ან უბრალოდ მსუბუქი ინფექციის ნიშანი იყოს.

ვირუსული ინფექციის ნიშანი ასევე შეიძლება იყოს თავის ტკივილი და თავბრუსხვევა

The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, COVID-19-ის პაციენტთა დაახლოებით რვა პროცენტს აღენიშნება თავის ტკივილი.ზოგიერთ შემთხვევებში ფიქსირდება თავბრუსხვევაც.

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ სიმპტომთა შესახებ მკვლევართა შორის ერთიანი მოსაზრება არ არსებობს და შესაბამისად, რომელიმე მათგანის ქონა აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ COVID-19 გაქვთ.

ცხვირიდან გამონადენი კორონავირუსისთვის იშვიათად არის დამახასიათებელი, ის უფრო ალერგიის ან გაციების ნიშანია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენების მიხედვით, ცხვირიდან გამონადენი COVID-19-ის პაციენტთა ხუთ პროცენტზე ნაკლებს აღენიშნება.

ამავე მოხსენების მიხედვით, ცემინება ახალი კორონავირუსისთვის საერთოდ არ არის დამახასიათებელი. თუ თქვენ ცხვირიდან გამონადენი გაქვთ ან აცემინებთ, ეს უფრო ალერგიაზე ან გაციებაზე მიუთითებს.

იგივე ითქმის ყელის ტკივილზეც, რომელიც კორონავირუსის ინფექციას იშვიათად ახლავს თან და უფრო მიუთითებს გრიპზე ან ჩვეულებრივ გაციებაზე.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

იმედინიუსი

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა

14:09 07-30-2026
“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე
ახალი ამბები

“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე

13:12 07-30-2026
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს

12:31 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved