• რეკლამა
  • კონტაქტი
22:00, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენზე უნდათ შემოტენვა, საქმეს კერავენ! მიმიყვანეს და მაჩვენეს, აი, უყურეო. სანათები დგასო? დავთვალე – დგას” – დაკავებული ექსპერტი

ალია ავტორი - ალია
00:56 10-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,592

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულმა ექსპერტმა, დავით თუშიშვილმა, სანამ მას პოლიციელები ხელბორკილებს დაადებდნენ, “ტვ პირველთან” საუბრისას, თქვა:

“ჩვენზე უნდათ შემოტენვა, თუმცა რეალურად, ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ჩვენ დაგვავალეს ხარჯთაღრიცხვა, წმინდა ბუღალტერია რაც არის. შესრულებული სამუშაოების მოცულობები  შეესაბამებოდა თუ არა რეალობას. ფინანსური ნაწილი შემოწმდა ჩვენს მიერ. ისე გამოჰყავთ ამათ საქმე, რომ თითქოს ჩვენ შევამოწმეთ შადრევნის ტექნიკური მდგომარეობა და მაგაზე გავეცით დასკვნა. შადრევნის ტექნიკური მდგომარეობა, სადენები როგორაა დაერთებული, ელექტრო ნაწილი რაც არის, ფარული სამუშაოს აქტებია. ესენი ჩვენს მიერ არც გადაწმებულა. იქ დასკვნაში ეწერა, რომ დავეყრდენით ფარული სამუშაო აქტებსო. შადრევანი ჩართულიც არ მინახავს.

უფრო მეტიც, ეს დასკვნა არის შუალედური, სამუშაო რომ არ არის დასრულებული. მაგ ხარჯთაღრიცხვით მე რა დოკუმენტაციაც მქონდა, რაზედაც ჩვენ ისნპექტირება გავაკეთეთ, ისიც კი არ ირკვეოდა, ეს შადრევნის ნაწილი დასრულებული იყო თუ არა.

მიმიყვანეს და მაჩვენეს, აი, უყურეო. სანათები დგასო? დავთვალე – დგას. რაღაც ქვები იყო დაგებული, ამდენი კვადრატი დაგებულიაო? დავთვალე და იყო დაგებული – ასეთი რაღაცეები.

საქმეს კერავენ! იცი რაშია საქმე? – ამათმა ლაბორატორიასაც რომ დაარტყან, რეალურად გამოდის, რომ მერიას ერთი უსაქმურების ბანდა ჰყავდა სამსახურად. იგივე კალაძეზე დარტყმაა, მიხვდი რაშია საქმე?! არ უნდათ იმას დაარტყან და აბა ვინ იქნება განტევების ვაცი, აბა გამოიცანი?!  

იმ ხელშეკრულებაში, რომელიც აქვს მერიას და “გრინ სერვისს” , იქ პირდაპირ წერია, რომ ტექნიკური ზედამხედველობა უნდა გაეწია ამ სამუშაოებზე მერიის დაფუძნებულ რაღაცა აიპი ლაბორატორიას. რეალურად, მაგათმა გააკეთეს ეგ ზედამხედველობა. ტექნიკური მდგომარეობა მათ უნდა ჩაეტარებინათ, უნდა შეემოწმებინათ ყველაფერი.”

თეგები: ვაკის პარკის ტრაგედია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved