• რეკლამა
  • კონტაქტი
07:15, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენსავე, ოპოზიციურ ველზე შემოიტანეს “ნიუსი” – მათ რაც უნდათ ის არ უნდა ვისაუბროთ – უნდა შევუტიოთ იქეთ!” – ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:25 06-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
251

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი:

შეწუხდნენ, დეპრესიაში არიან და თავი რა ქვას დაახალონ არ იციან – სახლში მეუღლე ეუბნება, რომ იქ ვიღაცამ რაღაც დაწერა, მეზობელმა რაღაც უთხრა, სანათესავოში ვიღაც მოემდურა. იქეთ შვილები ეუბნებიან, რომ სკოლაში ასე და ასე თქვეს, ოჯახის წევრები ცალკე წერენ, ურეკავენ, რომ მათ გარშემოც ყველა გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ სამშობლოს მოღალატეებად მოიხსენიებენ…
კაფეში ვერ დაჯდა თავის ჭკუაზე და სულ რომ სიმშვიდე იყოს, ყველგან ელანდება, რომ
ვიღაც ლანძღავთ, ცუდად უყურებს, მივა და მიახლის სიმართლეს და ასე შემდეგ…მარკეტში მშვიდად ვერ შედის ვინმემ არ იცნოს, რესტორანში სანამ შევა ყველას აკვირდება, ვინმე ხომ არ უყურებს ცუდად – მოკლედ აბსოლუტურ მოჯადოებულ წრეში ცხოვრობენ.
გადაწყვიტეს, მოდი გავაჩუმოთ ეს ხალხი, ავუკრძალოთ აზრის გამოთქმა და მიიღეს კანონი – Facebook სტატუსები გახდა დასჯადი.
გამოაგორეს მდინარაძე, რუსული არხები “TV იმედი” და “პოსტ TV”, მოქოქეს კამპანია რომ გამკაცრდა კანონი, ამას გიზამთ, იმას გიზამთ და… და ჩაფლავდა!
ოპოზიციონერი არ უყურებს პროპაგანდისტულ, სამთავრობო, რუსულ არხებს და თუ უყურებს სერიოზულად არ აღიქვამს.
მოიფიქრეს უკეთესი – უჩივლეს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოებიდან ცნობილ სახეებს და ჩვენსავე, ოპოზიციურ ველზე შემოიტანეს “ნიუსი” – არ გალანძღო ლაშხი, მდინარაძე, კობახიძე, თორემ დაგიჭერთ ყველას!!! ოპოზიციური მედიასაც უწევს ამ რეპრესიების გაშუქება და რეალურად, ეს უნდა ახლა ქოცს – იყოს ძლიერის პოზიციაში და ჩვენს ხალხს აჩვენოს, თუ როგორი მაგრები და ძლიერები არიან, “ცნობილ ხალხს რას უშვრებიან და მოქალაქეებს რას გიზამთ წარმოიდგინეთ”გზავნილით.
გამოსავალი არის შემდეგი – ნაკლები ვისაუბროთ მათ რაზეც უნდათ იმაზე! ვისაუბროთ და ფოტოებით ვაჩვენოთ ყოველ დღე – ნაწამები, დასახიჩრებული ადამიანების და ამის გამო რომ არავინ, არსად არ დაუბარებიათ!
მათ რაც უნდათ ის არ უნდა ვისაუბროთ – უნდა შევუტიოთ იქეთ!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved