მსოფლიო ჩემპიონი იოსებ კობერიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
“კორონავირუსით გარდაცვლილი 81 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და სხვა თანმხლები დაავადებებისგან გარდაიცვალა, მაგრამ მაინც კორონათი გარდაიცვალა, თუმცა კორონასგან გამოჯანმრთელებული იყო, უბრალოდ სხვა დაავადებები ჰქონდა და უკორონოდ მოკვდა კორონათი…
ეხლა კი
(+18) ბავშვები გაიყვანეთ, უზრდელობები უნდა ვთქვა.
ამ ტელეწამყვანს რას ვერჩი… ხოდა, ვისაც ეკუთვნის, იმას მივმართავ:
თქვენ ბიჯო ში@ ხო არა გაქვთ, ჰა?!
მოამბეში კიდე ითქვა რო მალე ქუჩაში 3 კაცზე მეტის შეკრებაზე აკრძალვა მოიხსნება, მაგრამ მანქანებში ისევ დარჩება ეგ შეზღუდვაო, რადგანაც ასეთი რეკომენდაციები მოგვცეს ჩვენმა ექიმებმა ეპიდემიოლოგებმაო!
ანუ, ექიმების აზრით, ქუჩაში რო ჯგროდ დავდგეთ ბლომად ხალხი, არაა საშიში და მანქანაში საშიშია!
კიდევ ერთხელ ვკითხულობ, უკვე კონკრეტულად: ჩვენო ფასდაუდებელო ექიმო ეპიდემიოლოგებო, თქვენ ში@ ხომ არა გაქვთ?!
მოცემულ ეტაპზე ამისი თქმა მინდოდა ჯერჯერობით.”
კომენტარები