• რეკლამა
  • კონტაქტი
20:40, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა საქმით დაამტკიცა, რომ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, შეგვწევს უნარი, ვმართოთ ჩვენი ქვეყანა, ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყანაზე, ვუპატრონოთ და ვემსახუროთ ჩვენს ხალხს – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:52 09-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს  სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარების შეტანა ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში. ხალხს სჭირდება მეტი სამუშაო ადგილი, მეტი ეკონომიკური კეთილდღეობა, მეტი განვითარება, მეტი წინსვლა და მეტი პროგრესი – აი, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და არა ის გაუთავებელი, გაუაზრებელი პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური ბატალიები, რომელიც არავის აღარ აინტერესებს, გარდა ჩვენი ოპონენტებისა, რომლებიც მხოლოდ დესტრუქციაზე არიან მოწოდებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თერჯოლის მერობის კანდიდატის, ლაშა გოგიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში 7 დემოკრატიული, თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდა და „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა ქართველ ხალხთან ერთად.

„ახლა ჩვენ ვემზადებით მორიგი გამარჯვებისთვის, ჩვენი კანდიდატი, ჩვენი მერი  ბატონი ლაშა გოგიაშვილი, წარმატებული კაცი,  გააგრძელებს მერად მუშაობას და მე მჯერა, რომ ის ღირსეულად, დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებშიც. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს  სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარების შეტანა ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში. ხალხს სჭირდება მეტი სამუშაო ადგილი, მეტი ეკონომიკური კეთილდღეობა, მეტი განვითარება, მეტი წინსვლა და მეტი პროგრესი – აი, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და არა ის გაუთავებელი, გაუაზრებელი პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური ბატალიები, რომელიც არავის აღარ აინტერესებს, გარდა ჩვენი ოპონენტებისა, რომლებიც მხოლოდ დესტრუქციაზე არიან მოწოდებული. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა საქმით დაამტკიცა, რომ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, რომ შეგვწევს უნარი, ვმართოთ ჩვენი ქვეყანა, ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ხალხს ვუპატრონოთ და მოვემსახუროთ ჩვენს ძვირფას ერს და ხალხს“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა არაერთი მიმართლებით მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ მუშაობა კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით გაგრძელდება.

„რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გაკეთდა, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა,  სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა, კულტურა, სპორტი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, გაათმაგებული ტემპებით და ენერგიით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ. გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმები და ხედვა, თუ როგორ  განვავითაროთ სოფლის მეურნეობა. 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. 2 მილიარდ 500 მილიონი დაიხარჯება ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად, 1000-ზე მეტი ახალი საწარმოს მშენებლობას მოვახმართ ამ თანხებს, 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება მხოლოდ ამ პროგრამების მეშვეობით. გვაქვს ძალიან  ამბიციური გეგმები, თუ როგორ შევცვალოთ მთელი ქვეყნის სურათი, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, გზები, წყალი და უამრავი სხვა პროექტი, რომლიც აუცილებელია ჩვენი რეგიონების განსავითარებლად. გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება და კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved