• რეკლამა
  • კონტაქტი
12:12, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენმა პარტიამ შეძლო, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო ის, რომ 8-წლიანი პერიოდი არის უწყვეტი მშვიდობის და სტაბილურობის პერიოდი საქართველოში, ქვეყანას არ ჰქონია არც ომი და არც არავითარი სერიოზული კონფლიქტი თუ დაპირისპირება – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:56 09-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

სტაბილურობას, სჭირდება, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფა და  ეს  ჩვენ შევძელით, ჩვენმა პარტიამ შეძლო, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო ის, რომ  რვაწლიანი  პერიოდი არის უწყვეტი მშვიდობის  და სტაბილურობის პერიოდი საქართველოში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ჭიათურის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანას არ ჰქონია არც ომი და არც არავითარი სერიოზული კონფლიქტი თუ დაპირისპირება.

„ვინმეს ჰგონია, რომ ეს მარტივი მისაღწევი იყო? მით უმეტეს ყველა ხელისუფლების დროს ქვეყანაში მოხდა ომი, მათ შორის სამოქალაქო ომიც, დაპირისპირება, ერთმანეთის  ხოცვა და ტერიტორიების დაკარგვა, შეხედეთ ახლა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდს – არც ომი გვქონია, არც რაიმე  სერიოზული კონფლიქტი, პირიქით  ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით მოვახდინეთ სიტუაციის დეესკალაცია, დავამშვიდეთ, მოვაწერეთ ისტორიულ შეთნხმებას ევროკავშირთან  – ასოცირების  შეთანხმებას, მივაღწიეთ უვიზო რეჟიმს, რომელზეც მანამდე  უბრალოდ შეიძლება ადამიანს ეოცნება და ვერ წარმოედგინა, რომ   მხოლოდ პასპორტით გადაადგილდები ევროპის მიმართულებით, თავისუფალი ვაჭრობა, გავხსენით ყველა ბაზარი, რუსეთის ბაზარი იქნება, თურქეთის. თურქეთთან გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობა და თავისუფალი ვაჭრობა,  ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა, ევროკავშირის უზარმაზარ ბაზართან თავისუფალ ვაჭრობას მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გაკეთდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, უამრავი პროგრამა დავაფინანსეთ, იქნებოდა ეს “აწარმოე საქართველოში, “შეღავათიანი აგროკრედიტი”, “დანერგე მომავალი” და უამრავი სხვა. სასტუმროების მშენებლობას შევუწყვეთ ხელი და  ასობით  ახალი სასტუმრო აშენდა ყველა რეგიონში და ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად ვახდენთ რესურსების ათვისებას. ახლა ეს მასშტაბები კიდევ უნდა გავაფართოოთ, კიდევ უფრო მეტად აქტიურად უნდა დავიწყოთ მუშაობა და ყველა რესურსი, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, ჩვენს ლამაზ მარგალიტს, ამ მართლაც ბრილიანტ ქვეყანას გააჩნია, უნდა ავითვისოთ, უნდა მივხედოთ ბოლომდე ყველა რეგიონს, ყველა მუნიციპალიტეტს და ბოლომდე ავითვისოთ ყველა ის რესურსი, რომელიც ღმერთმა გვარგუნა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და  ხედვა, რომლის გარეშეც, განვითარება არ იქნება.

„ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, როგორ  გავაკეთოთ, როდის და როგორ. ტურიზმის მიმართულებით, მაგალითად, ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ შევქმნით ახალ ტურისტულ ლოკაციებს, ახალ კურორტებს განვავითარებთ, მათ შორის არსებულს, დავამატებთ ახლებს, მაქსიმალურად გამოვიყენებთ ყველა რესურსს. სოფლის მეურნეობის მიმართულებით 7 მილიარდ ლარს დავხარჯავთ და არც ერთი გოჯი მიწა არ დარჩება აუთვისებელი და გამოუყენებელი. ხელს შევუწყობთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ათასზე მეტ ახალ საწარმოს დავაფინანსებთ 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციით, რითაც მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება მხოლოდ ამ პროგრამების მეშვეობით. ეს სიკეთე უნდა ჩავიდეს ყველა რეგიონში, განვითარება უნდა შევიდეს ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ოჯახში”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved