• რეკლამა
  • კონტაქტი
05:26, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენი სპეც-ტექნიკით გავამაგრეთ მდინარის კალაპოტი, უნდა გაეკეთებინათ “ექსპერტებს” ჯებირები, მაგრამ…” – 3 წლის წინანდელი წერილი ხელისუფლებას

ალია ავტორი - ალია
19:49 08-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
434

შოვში მცხოვრები მარიტა გუტაშვილი, რომლის ოჯახის წევრები ამ დროისათვის გარდაცვლილად ითვლებიან, ჯერ კიდევ 3 წლის წინ, 2020 წლის 29 ივლისს, სოციალურ ქსელში, წერდა:

“SOS !!! მოგესალმებით ყველას. მშვიდობიან დილას გისურვებთ ? ვისაც გიყვართ რაჭა, გული შეგტკივათ შოვზე მინდა ყველას გაგაგებინოთ როგორი დილა გაგვითენდა აქ.
?? უკვე მერამდენე წელია საკუთარი ძალებით, საკუთარი ხელებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ის სამოთხე რაც აქ გვაქვს. შევინარჩუნოდ მხოლოდ ჩვენთვის კი არა, მთელი საქართველოსთვის.??
?რამოდენიმე წლის წინ უხვი ნალექის გამო კურორტ შოვში, მდინარე ბუმბურას ადიდების შედეგად დაზიანდა კურორტის მთავარი გზა, მდინარემ კალაპოტი გაარღვია. მაშინაც ისეთი სიტუაცია იყო (შედარებით უფრო მსუბუქი- მალე ვუშველეთ ჩვენივე ძალებით), როგორსაც ახლა ფოტო მასალაში ნახავთ. მაშინ, მიუხედავად იმისა რომ ონის რაიონულმა გამგეობამ ძალიან კარგად იცოდა არსებული მდგომარეობის შესახებ, მხოლოდ ამოსვლით, ნახვით, ფოტოების გადაღებითა და მწუხარების გამოხატვით შემოიფარგლა. ?მადლობა დიდი !
➡️ჩვენი ხელით , გელა გუტაშვილის სპეც-ტექნიკით, გავამაგრეთ მდინარის კალაპოტი და გადავარჩინეთ მთლიანად წალეკვას შოვი. ნორმალურად შეფასებული მდგომარეობის ფონზე, უნდა გაეკეთებინათ მობრძანებულ “ექსპერტებს” ჯებირები, გაემაგრებინათ კალაპოტი, მაგრამ არავინ არ შეწუხებულა არსებული პრობლემით. ?
გავიდა რამოდენიმე წელი… ჩვენ ისევ აქ ვართ.. დღესაც იგივე ხდება რაც მაშინ, უარესიც. მიწასთან გასწორდა მთელი კურორტი, ცარიელი ხელებით ვეღარ ვშველით. ვიცი ყველას თავის გასაჭირი აქვს და მთლიანად რაჭისთვის გათენდა ის დილა რისიც გვეშინოდა… მაგრამ.. სანამ მთელ რაჭას არ წაიღებს , მოდი მდინარეს ჯებირები არ გავუკეთოთ და ჰესები ვაშენოთ.. მარტო შოვი არა, ასეთ დღეშია გონა, ღები, ჭიორა, გლოლა , უწერა.. ?ასეთ დღეშია ნაკიეთი და ალბათ კიდევ ბევრი ადგილი რაც მე ჯერ არ ვიცი კიდევ. ახლა გვიანია.. საკმაოდ გვიანი … და რომც გინდოდეთ.. არ ვიცი საერთოდ დაგრჩათ თუ არა შესაძლებლობა იმის, რომ დაგვეხმაროთ .. მოგვაქციეთ ცოტა მეტი ყურადღება… არაა საჭირო ჰესების აშენება, ისედაც “ვიხრჩობით” . გვეყოფა მზიანი ამინდის ყურება , სიძნელესთან გამკლავებას ერთად შევძლებთ თუ არ დაიმალებით. გვეყოფა ზღაპრების მოყოლა, კეთილი დასასრული მაინც არცერთს არ აქვს და ნუ ვიწვალებთ შეთხზვით თავს… მარტო საკუთარი სახლებისთვის საძირკველის გამაგრება არ კმარა.. წყლიან საძირკველში ისევ ჩადგება წყალი.. ადვილად მისახვედრი ამბავია?
მადლობა დიდი ყურადღებისთვის ❤️ და კიდევ..
მადლობა დიდი ყველას ვინც ამ დროის მანძილზე გვერდით გვიდგას ❣️ როგორც რაჭველები ვიტყვით ხოლმე.. წყლის ძალა მოგცეთ ღმერთმა ყველას ❣️“
ღეს მეგის და ეძებს: მეგის, ძმას და დანარჩენ ოჯახის წევრებს!

“ყველამ მიგვატოვა… მდინარე ისევ ადიდდა, გამორიცხულია ვინმეს გაესწრო…” – რას უყვება ალიას მარიტა, რომელიც ეჭვობს რომ და-ძმა და ახლობლები ცოცხლები აღარ არიან

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved