• რეკლამა
  • კონტაქტი
17:20, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენი საქციელი თურმე გადაგდება ყოფილა და მათი საქციელი არაფერი – მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
13:41 07-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
201

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა:

 

„არათუ გავაკეთეთ 80%-ზე მეტი და შემდეგ ვთქვით, რომ ხელს არ აწერს მთავარი ოპოზიციური ძალა. მთავარი მიზანი შესრულებულია, დეპოლარიზაციის ის ნაწილი, რომლითაც ისინი პარლამენტში შემოვიდნენ შესრულდა, სულისკვეთება აღსრულდა და გავდივართ იმიტომ, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა ამას არ უერთდება, ჩს. მოდით ობიექტურები ვიყოთ ამაში, ნეიტრალური კუთხითაც რომ შევხედოთ ჩვენი საქციელი თურმე გადაგდება ყოფილა და მათი საქციელი არაფერი, არც შეუფასებია არავი ამ ყველაფერს, „ნაცმოძრაობის“ მიმართ კრიტიკა, ან რას გააკრიტიკებდნენ, ერთნი არიან, მაგრამ ენჯეო სექტორი ხომ მაინც უნდა ვთქვათ, გახსოვთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელს საერთოდ არ აწერდა ამ ევროპულ შეთანხმებას და ეს იყო მიზეზი, რის გამოც ჩვენ გავედით ამ ხელშეკრულებიდან. ეს ხომ პოლიტიკური ხელშეკრულება იყო, მთავარი აქტორი მეორე მხრიდან საერთოდ არ აწერდა ხელს და ჩვენ გვეჩხუბება ის, ვინც ხელი არ  მოაწერა, ბოლომდე რატომ გახვედიო. მე და თქვენ რაღაცაზე შეთანხმება რომ დავდოთ მაგალითად, სამოქალაქო წესით, თქვენ საერთოდ რომ არ მომიწეროთ ხელი და თან მეჩხუბებოდეთ რატომ გახვედითო, ამაში შეიძლება ლოგიკა იყოს და ამით ვიმსჯელოთ?“

მისივე თქმით, ამავდროულად, ეს არის, რაზეც ახლა საუბრობენ ამ კუთხით, მე-13 პუნქტი, რომელიც მათ მოიგონეს ასევე საბოტაჟისთვის.

„ვინმესთან ხელშეკრულებას კი არ ვდებთ და მეორე მხარის ნებაზე კი არ იქნება დამოკიდებული, დამოკიდებული იქნება ჩვენზე და ჩვენს პირობაზე. როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ ჩვენ შევასრულეთ ყველა პირობა იმგვარად, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცეს, სხვა რაღაცეებიც არ მოხდა ისეთი, რომ კანდიდატის სტატუსის მოცემას ხელი შეეშალა, ყველაფერი კარგად დალაგდა და ამის შემდეგ რა უნდა ვთქვათ, უი, არაო? საზოგადოება სად არის ამ დროს, არჩევნები არ არის წინ, თუ ეს ხალხი სადმე მიდის. წარმოუდგენელია, რომ ჩვენ დეკემბერში მივიღოთ კანდიდატის სტატუსი ან იანვრის დასაწყისში და იანვარშივე მაქსიმუმ თებერვლის შუა რიცხვებამდე დავუშვათ, ერთი თვე ან როგორც იქნება კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ დაპირებისამებრ ეს არ მივიღოთ. საზოგადოება მკაცრად დაგვსჯის ამაზე, პოლიტიკური პასუხისმგებლობაა იმხელა, რომ ვერც ერთი პოლიტიკური ძალა მსოფლიოში ამ ნათქვამის წინააღმდეგ ვერ წავა. ხელშეკრულებაზე როცა იყო საუბარი და მეორე მხარე არ აწერდა, არათუ წავიდოდით, ვალდებულები ვიყავით, რომ ხელშეკრულებიდან გავსულიყავით, ჩვენ იმ ხელშეკრულებიდან რომ არ გავსულიყავით, რომელსაც მეორე მხარე საერთოდ არ აწერდა ხელს, ყველაზე უთავმოყვარეო პოლიტიკური პარტიის როლში გამოვდიოდით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თეგები: მამუკა მდინარაძეოპოზიცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved