• რეკლამა
  • კონტაქტი
08:30, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ჩვენი საკნის ქურდი 47 წლის არის, 28 წელი აქვს ციხეში გატარებული, საშინელი ქოცია. რატო?“ – უჩა აბაშიძის წერილი

ალია ავტორი - ალია
16:10 07-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,035

პატიმრობაში მყოფი უჩა აბაშიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:

,,ჩვენი საკნის ქურდი 47 წლის არის, 28 წელი აქვს ციხეში გატარებული, საშინელი ქოცია. რატო?

ზოგადად ქოცეთი კრიმინალური მმართველობაა და იმიტო. მისი დრო და სამყაროა აღზევებაში. ქოცებმა უკვე 2-ჯერ შეიწყალეს (2013-ში და წელს, 613 კაცში იყო, 48 დღეში მოხვდა უკან).

ეხლაც, იფიცება, შარშან რომ 100 პირადობა შეაგროვეს ჩემმა ბრატებმა, ჩემს გასაყვანად, წელს 1000-ს მოვიტან, ოღონდ გამიშვან და ნაცები არ დაბრუნდნენო. პანიკური შიში აქვს „ნაცების“. საშინელი მოგონებები. როგორ სცემდნენ ყველაფრისთვის, როგორ რადიოც კი არ ჰქონდათ, წლობით. როგორ იჯდნენ ამხელავე საკანში, 18 კაცი. როგორ ამცირებდნენ და რამხელა შვება იყო ამათი მოსვლა… როგორ იწვნენ, 6 კაცი 1 საწოლზე, თვეების დაუბანელი. ყვება non-stop.

ღრიალნარევი ისტერიკა ემართება – „იმედი“ როცა ახერხებს დააჯეროს, რო ნაცების ის დრო დაბრუნდება – თუ ქოცები ეხლა დასრულდებიან.

17 წლის დაიჭირეს, 14-ჯერ ნასამართლებია, გარეთ აღარავინ დარჩა, ვისაც ახსოვს და უყვარს. ყველაზე დიდხანს, გარეთ, იყო 8 თვე. არაფერი არ იცის სამყაროს შესახებ. 17 წლის, გაუზრდელი, ბუტია, ბოღმა, ბავშვია. გავლენებით. ადვილად დაბოლებადი.

მზადაა ყველაფერზე წავიდეს, ლუბოი მოკლას, იქურდოს, ცემოს, „თავისიანებისთვის“ და ოღონდ ნაცები არ დაბრუნდნენ.

და კრიმინალური სამყარო ჩვენსავით აბდაუბდა კი არ არიან. შეკრულები არიან. ჩემიანი/შენიანიზე იყოფა მათთვის სამყარო. „დამსახურებულ“ წევრებს უსმენენ და მათ სიტყვას არ განსჯიან. „ცდება“ და „კომპლექსები“ აქვს და ა.შ. ძირითადად არ განიხილება.

შედეგად – ყოველი ასეთი მასტი, 50 თავისნაირს აჯერებს. და ყველა ერთად, მუშტად შეკრულები – ეხმარებიან ქოცებს. ყველა ქოცების მიმდინარე სვლას – თვითონ აგიხსნის, როგორი ბოროტი და მზაკვრული მავნებლობითაა. შვენივრად იაზრებს. რო უხსნი, რო აი, შენით ამბობ რო სამართალთან – მაგ შერჩევითობას, მაგ მავნებლობას, მაგ ძალადობას საერთო არაფერი აქვს.

გპასუხობს რო ნაცების არ დაბრუნების ხათრით, ყველაფერი მისაღებია.

ჩვენ ყველა – ვინც ერთ კადრში, ერთხელ მაინც, ვინმე ნაცის გვერდით გამოჩენილა – ნაცები ვართ! – თვითონ დალეწავდა კაერას ან ცემით გააგდებდა იქედან იმ 1 ნაცს და „ჩემი მტრის მტერი“, „კოალიციური მმართველობა“, „მმართველი ძალის ხშირი ცვლა“ და ა.შ. მისთვის რთული შინაარსებია, სარისკო და ჩახლართული.

„ერთი ბიძინა“ – გასაგებია და ადვილად მორგებადი ფენომენია. კი, იცის რასაც ესენი სჩადიან. მისი შვილი? (კი, შვილი ჰყავს, არ კონტაქტობენ, ძაან bright ბავშვია, ამაყობს) – შვილი წავა ქვეყნიდან, რა თქმა უნდა!

არც-ერთ-ხელ. არცერთხელ არ უხსენებია რუსებთან ომი, ან გეები და 1000 სისულელე. ეგ პროპაგანდა შირმაა.

მთავარი პრობლემა არის ნაცების დროინდელი სადიზმი მასზე და მის წრეზე. რაც პირადად აქვს გავლილი. მას უსმენს ბევრი – იმიტო რო ეგეთი კლანური პირამიდაა. ბიძინას დამარცხება – ნიშნავს მიშას დაბრუნებას! მიშას დაბრუნება – ნიშნავს „ რას დაატრიალებენ იცი აქ?!?! – მითუმეტეს მას მერე რაც ეხლა ბიძინამ უქნა!“

თქვენ გგონიათ, ამას იმიტომ გიხსნით – რო „მესიჯი“ რო გავასწოროთ – მისი შემობრუნება შეიძლება თქო? – no.

„ნაცების ერთი სიტყვა არ მჯერა! შენიც არ მჯერა, იმისიც არ მჯერა!“

უნდა შევიგნოთ – ეს არი ბიძინას core ბანდა. ამომრჩეველიც არაა. იმენა core კრიმინალური მაფიოზური კლანი. ყველა არგუმენტირებული კამათი მოვიგე. „ არ მჯერა!“ და მორჩა. ჩვეულებრივი სამკვდრო – სასიცოცხლო ბრძოლაა მათი მხრიდან. ნაგლი და დაუნდობელი და უსამართლო.

და პროსტა, ჩვენ თუ მოვახერხეთ და ჭკუის და შეუპოვრობის და ნებისყოფის ხარჯზე გავიმარჯვეთ, უნდა შეგვებრალოს ჩვენი მტრები – და მათი ყოფაც, მხოლოდ, გავაუმჯობესოთ, რო იქნებ, მეტი, ამხელა ბოღმა და ბოროტი რევანშის სურვილი აღარ დავთესოთ.”

თეგები: უჩა აბაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved