• რეკლამა
  • კონტაქტი
17:42, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩვენი ოჯახი უვადო პატიმრობას ელის დამნაშავისთვის“ – თბილისში მოკლული შანაი ბრუკის ძმა

ალია ავტორი - ალია
16:41 03-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

მას უყვარდა საქართველო. იმ ქვეყნებიდან, სადაც შანაის უცხოვრია, საქართველო იყო განსაკუთრებული. მას აქ უამრავი მეგობარი ჰყავდა და აპირებდა კერძო საკუთრების შეძენას – ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს, მოკლული ავსტრალიელი ქალის ძმამ დღევანდელ სხდომაზე და ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვა.

“მე მოვედი თქვენ წინაშე, როგორც შანაის ძმა, ჩვენი ოჯახის და შანაის მეგობრების სახელით. შანაი იყო სუფთა და მხიარული, პოზიტიური ადამიანი, რომელიც ამ მოთმინებით და ღია ბუნებით აერთიანებდა ადამიანებს. ის ეხმარებოდა მზრუნველობამოკლებულ და შშმ ბავშვებს სხვადასხვა ქვეყნებში. თბილისში ის ზრუნავდა კნუტებზეც.

ყველას უხაროდა მასთან ურთიერთობა. ყველას სიყვარულით ეპყრობოდა. ამით მსოფლიო უკეთესი ხდებოდა. შანაიმ მისი მოკლე სიცოცხლე ადამიანებზე ზრუნვაში გაატარა. მას შეუყვარდა საქართველო. იმ ქვეყნებიდან, სადაც ის ცხოვრობდა, საქართველო იყო ქვეყანა, რომელმაც მისი გული დაიპყრო. აპირებდა ეყიდა სახლი. გასული წლის 30 ივლისს ის ბუნებაში დადიოდა, მზიან ამინდში.

შეუძლებელია აქ იდგე და ის მწუხარება გამოხატო, რაც ჩვენ განვიცადეთ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დადგა. ყველა ჩვენი სხვა საზრუნავი გაუფერულდა. ყველაფერი სხვა უმნიშვნელო გახდა. შანაი სულ ჩემ გვერდით იყო, როცა მჭირდებოდა. ცრემლები მახრჩობს, როცა ვფიქრობ, რომ ყველაზე საჭირო მომენტში მასთან არ ვიყავი. შანაის დაკარგვა ამ სასტიკი ძალადობით, უდიდესი დანაკარგი და ტკივილია ჩვენთვის. იმ სიტყვებს შორის, რომელიც მან ბოლო სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ ძალადობის მსხვერპლი ხდებოდა, უმძიმესია. ის ამბობდა, “მომაშორე შენი ხელები, რატომ აკეთებ ამას?” – ამ სიტყვებს იმეორებდა. მან ყველაფერი დაკარგა, მისი ყველა ოცნება და იმედი დასრულდა.

ის ვეღარასოდეს ვეღარ გაიცინებს და ვერ იგრძნობს მზეს სახეზე მისი საყვარელი ბუნების წიაღში. ის ვეღარასდროს იგრძნობს დედის ჩახუტების სითბოს და ვერ გახდება დედა, ვერც მამა მიაცილებს მას საკურთხეველთან. ეს მზიანი დღეები ჩემთვის ტანჯვაა, სულ მომხდარი მახსენდება.

2 წლის წინ, მე ჩამოვედი საქართველოში პირველად შანაისთან – ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი დღე იყო, მან მაჩვენა ქალაქი და იყო ბედნიერი.

მკვლელი თავისუფლად არ უნდა დადიოდეს ქუჩებში, ეს მიუღებელია. ის გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო მიიღებს იქნება პასუხი, შეკითხვაზე რა ღირებულება აქვს უსაფრთხოებას ამ ქვეყნისთვის. ჩვენი ოჯახი უვადო პატიმრობას ელის დამნაშავისთვის – შანაი და საქართველოს ქალები ამას იმსახურებენ.

მე ვიარე ქუჩებში, სადაც შანაის პოსტერები იყო. იქვე ცხოვრობდა მკვლელიც. შანაის ოჯახი მკვლელისგან ბოდიშს არ მიიღებს. ბრალის აღიარება არ არის კეთილი ნება და არ იმსახურებს შენდობას. ჩვენ რეალობის აღქმაც კი გვიჭირს. მშობლებმა არ უნდა დაკრძალონ შვილი. ჩვენს ოჯახს ის დარჩენია, რომ შანაის მოკლე ცხოვრებას მოეფეროს,” – აცხადებს შანაი ბრუკის ძმა ტაისონ ედვარდსი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved