• რეკლამა
  • კონტაქტი
20:44, ხუთშაბათი, 17 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს სახელმწიფო პროგრამებით, კიდევ მეტ ადამიანს უნდა დავეხმაროთ, ვასწავლოთ, როგორ გააკეთონ მცირე და საშუალო ბიზნესი, მეტი წარმატების მაგალითი უნდა შევქმნათ ქვეყანაში – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:20 09-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

გვაქვს მასშტაბური გეგმები და ამოცანები, რომ ყველა მთავარ გამოწვევას, რაც არის სიღარიბე, უმუშევრობა, ღირსეულად ვუპასუხოთ, შევქნათ მეტი სამუშაო ადგილი, მეტად წავახალისოთ ადგილობრივი წარმოება, მცირე და საშუალო ბიზნესი, რომ მეტი დასაქმების ადგილები შევქმნათ საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატის, თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა რეგიონის მიხედვით შემუშავებულია გეგმები, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი.

„ტურიზმის მიმართულებით, ვუყურებთ რა ასეთ ულამაზეს ბუნებას და ტურისტულ ადგილებს, უნდა განვავითაროთ ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში, ტურისტული ლოკაციები, ახალი ტურისტული ცენტრები შევქმნათ, ახალი საწარმოების შექმნას შევუწყოთ ხელი. 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ ჩვენ, მთავრობა და კერძო ბიზნესი ერთად, მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და 1300-მდე ახალი საწარმოს დაფინანსებას ვგეგმავთ უახლოესი წლების განმავლობაში. ამ პროექტს წელსვე ვიწყებთ. ეს პროექტები და ეს სიკეთე გადანაწილდება თითოეული რეგიონის მიხედვით, ისე, რომ ერთ რეგიონში არ იყოს თავმოყრილი. სოფლის მეურნეობაში ლევან დავითაშვილს აქვს ძალიან მაგარი პროექტები, რომ თითოეული გოჯი მიწა დამუშავდეს, ხელი შეეწყოს მეცხოველეობის განვითარებას, ყველა მიმართულებას, რომელიც ამ დარგს უკავშირდება, რომ თვითუზრუნველყოფილი, თვითკმარი ქვეყანა გავხდეთ. არ შეიძლება, ჩვენი ქვეყანა დამოკიდებული იყოს იმპორტირებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე. ჩვენ შეგვწევს უნარი და ძალა, ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ პროდუქცია, მაღალხარისხიანი და მათ შორის ბიოპროდუქცია, გავიტანოთ ექსპორტზე და ამით ხელი შევუწყოთ ეკონომიკის აღორძინებას და განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას ამბიციური გეგმები აქვს ინფრასტრუქტურის, რეგიონების განვითარების მიმართულებით.

„32 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს მომდევნო წლების განმავლობაში. ყველა ქალაქს უნდა ჰქონდეს 24-საათიანი წყალმომარაგება, აქტიურად მიმდინარეობს სამელიორაციო სისტემების აღდგენა და ამას გავაგრძელებთ. ჩვენ დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტები, რათა ყველა ქალაქი ეტაპობრივად გარდავქმნათ ევროპული ტიპის ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად. ამ ყველაფერს სჭირდება  ძლიერი გუნდი, ძლიერი მთავრობა, ძლიერი ხელისუფლება ადგილობრივ დონეზე, რომ ეფექტურად აღსრულდეს ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ და დავიწყებთ და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ამ პროგრამებით. ვიცი, რომ ნაკლებობაა ხელმისაწვდომობაზე, რაც უნდა გავაფართოოთ, კიდევ მეტ ადამიანს დავეხმაროთ, ვასწავლოთ, როგორ გააკეთონ მცირე და საშუალო ბიზნესი, მაქსიმალურად ჩავრთოთ ისინი, მეტი წარმატების მაგალითი უნდა შევქმნათ ქვეყანაში. ხალხს სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა, განვითარება. ამიტომ, განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა ქალაქში, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა გასული 8 წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა, რომელიც  ერთ-ერთი მთავარი წამყვანი დარგია, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.

„რაც გაკეთდა ბოლო რვა წლის განმავლობაში არ გაკეთებულა ბოლო 20 წელია, მას შემდეგ რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, ამას სჭირდებოდა, მომზადება, აღდგენა, საფუძვლის ჩაყრა ხელახლა, რატომ იმიტომ, რომ მათ დაანგრიეს ყველა ის საფუძველი რომელიც არსებობდა  ამ დარგში და ამ სისტემაში და ჩვენ გვყავს ღირსეული მინისტრი  ლევან დავითაშვილი, ღირსეული მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ღირსეული მინისტრი ნათია თურნავა, მინისტრები,  ყველანი რომლებიც გამოირჩევიან წესიერებით, პროფესიონალზმით, კვალიფიკაციით და ქვეყნის და ხალხის სიყვარულით ემსახურებიან თავის  საქმეს, თავის ქვეყანას და თავის ხალხს. თუნდაც ადგილობრივი წარმოების უ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები: პროგრამები, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“,  „დანერგე მომავალი“ „შეღავათიანი აგროკრედიტი“, თუნდაც შიდა ქართლის რეგიონში 360 მილიონი ლარის შეღავათიანი აგრო კრედიტი გაიცა.  აქედან 50 მილიონი ლარის თანაინვესტირება ჩვენ განვახორციელეთ, ათეულობით ახალი საწარმო დაფინანსდა, შემნახველი საწარმოები იქნება ეს, თუ გადამამუშავებელი საწარმოები“, – აღნიშნა პრემიერმა.

რაც შეეხება განათლების სფეროს, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აშენდა 175 ახლი სკოლა და განხორციელდა 250 სკოლის რეაბილიტაცია.

„ახლა 800 სკოლის რეაბილიტაციას ვიწყებთ თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით. ვაშენებთ პროფესიულ სასწავლებლებს ყველა რეგიონში და ყველა მუნიციპალიტეტში. დევნილების მიმართულებით, გვაქვს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროგრესი. ჩვენს დაჩაგრულ ხალხს, დევნილებს ვეხმარებით, რომ ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ. ათასობით ადამიანს დაუკანონდა ფართები და საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში. ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?
ახალი ამბები

რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?

15:07 07-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:28 07-17-2025
სოციალური დიზაინის დღეები –  ახალი პლატფორმა ცვლილებაზე ორიენტირებული დიზაინისთვის – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები – ახალი პლატფორმა ცვლილებაზე ორიენტირებული დიზაინისთვის – თიბისი

11:34 07-17-2025
76%-მდე ფასდაკლება გორგიაში
ახალი ამბები

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში

17:14 07-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved