• რეკლამა
  • კონტაქტი
16:40, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენი მიზანია, ქართული თევზჭერა სრულად ქართული ფლოტით ხორციელდებოდეს და თანამედროვე თევზსაჭერმა ბაზამ ხელი შეუწყოს ფოთის ეკონომიკურ განვითარებას – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:29 08-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
562

ჩვენი მიზანია ქართული თევზჭერა სრულად ქართული ფლოტით ხორციელდებოდეს და თანამედროვე თევზსაჭერი ბაზა, გახდეს მათ შორის ფოთის ეკონომიკური განვითარების რეალური ხელშემწყობი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტრადიციულ მეთევზეებთან და თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, ვიცე-პრემიერთან, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და ფოთის,ხობის და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხახუბიასთან ერთად იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა მეთევზეებისგან და თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებისგან მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული თევზსაჭერი ფლოტის განახლება “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო და აქტიურად გრძელდება. პროგრამა ქართველ ადგილობრივ მეთევზეებს თანამედროვე სტანდარტის თევზსაჭერი გემების შეძენაში ეხმარება. დღეის მდგომარეობით სულ დაფინანსებულია 13 გემი. აღნიშნული ინვესტიციით 222 სამუშაო ადგილია შექმნილი, ჯამური ინვესტიცია კი 47 586 472 ლარს შეადგენს.

როგორც მეთევზეებმა შეხვედრისას აღნიშნეს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დარგი სახელმწიფოსგან ასეთ მასშტაბურ მხარდაჭერას პირველად იღებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თევზჭერის დარგის განვითარებას სახელმწიფო მომავალშიც შეუწყობს ხელს, რამდენადაც ის უმნიშვნელოვანესია როგორც ფოთისთვის, ისე რეგიონისა და ქვეყნისთვის.

მეთევზეებმა პრემიერ-მინისტრს მხარდამჭერი პროგრამებისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ არსებული გემებით თევზჭერის კვოტის სრულად ათვისება ვერ ხერხდებოდა და ქართველი ლიცენზიანტები იძულებულნი იყვნენ, უცხო ქვეყნის კუთვნილი ნაქირავები გემებით ემუშავათ.

თევზმჭერი ფლოტის განახლება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, ხელს შეუწყობს დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, თევზჭერის პროდუქტების ასორტიმენტისა და გაყიდვების გეოგრაფიის ზრდას. პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის მოცულობამ 46,4 მილიონი ლარი შეადგენა, ხოლო ჯამური ინვესტიციის რაოდენობა – 47,5 მილიონ ლარს აჭარბებს.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved