• რეკლამა
  • კონტაქტი
06:48, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენი კანდიდატები დამაჯერებლად იმარჯვებენ, მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა, რათა სიძულვილსა და სიცრუეზე აგებულმა პოლიტიკურმა ძალამ, ამ არჩევნებში, გადამწყვეტი მარცხი განიცადოს – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:40 10-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

„არსებული მონაცემებით, ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იმარჯვებენ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტებში, მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა, რათა ეს გამარჯვება კიდევ უფრო გავამყაროთ და სიძულვილზე და სიცრუეზე აგებულმა პოლიტიკურმა ძალამ გადამწყვეტი მარცხი განიცადოს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს დღე განსაზღვრავს დედაქალაქისა და რეგიონების განვითარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

„გარდა ამისა, ეს არჩევნები მნიშვნელოვანი პოლიტიკური წყალგამყოფია ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ დავამარცხოთ პოლარიზაცია, დესტრუქცია, სიძულვილი და სიცრუე ქართულ პოლიტიკაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს. ასევე, მინდა გითხრათ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, მთავარი დესტრუქციული ძალა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მთავარი წყარო, არის სრულად დემორალიზებული და ჩამოშლილი. არსებული მონაცემებით, ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იმარჯვებენ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტებში, მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა, რათა ეს გამარჯვება კიდევ უფრო გავამყაროთ და სიძულვილსა და სიცრუეზე აგებულმა პოლიტიკურმა ძალამ გადამწყვეტი მარცხი განიცადოს. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ დაისადგუროს პოლიტიკურმა სიმშვიდემ და სტაბილურობამ, რათა დამშვიდდეს ჩვენი ერი. ეს აუცილებელი პირობაა ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი ეკონომიკური განვითარებისთვისაც, ჩვენი მოსახლეობის სოციალური პრობლემების გადაჭრისთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მოუწოდა მოქალაქეებს, დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი და შეიტანონ წვლილი სახელმწიფოს განვითარებაში.

„შეგახსენებთ, რომ ეს არის ბოლო არჩევნები 2024 წლამდე, სულ რაღაც 3 საათი გვაშორებს საბოლოო გამარჯვებამდე. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, რომ ბოლომდე მტკიცედ მივიყვანოთ ეს დარჩენილი დროც, დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი და შევიტანოთ ჩვენი წვლილი, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და თითოეული ჩვენგანის საერთო გამარჯვებაში. „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო კიდეც რეფერენდუმი. ეს დღე გახდა რეფერენდუმი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელსაც ქართული საზოგადოება დღეს თავის პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს საბოლოოდ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება. რის შემდეგაც წილისყრით გამოვლინდებიან მთვლელები, კომისიის წევრები დაითვლიან ხელმოწერების რაოდენობას ყველა სახის ამომრჩეველთა სიებში, გარკვეული სახის დოკუმენტაცია დაილუქება, ამის შემდეგ დაიწყება საარჩევნო ყუთების გახსნა და ბიულეტენების დათვლა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved