• რეკლამა
  • კონტაქტი
20:40, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენი დამფუძნებლის, ბატონმა ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება ყველა მიმართულებით და რაც მთავარია, რეალური დემოკრატია და არა ის ფასადური, რომელიც 8-9 წლის წინ იყო დამკვიდრებული ქვეყანაში – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:36 09-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით ქვეყანა დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ, ქვეყანას არ ჰქონია ომი, ყველაფერი მშვიდად არის და ასე მშვიდობიანად და დემოკრატიულად ვმართავთ ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თერჯოლის მერობის კანდიდატის, ლაშა გოგიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არ ყოფილა შემთხვევითი და ეს სწორედ გააზრებული პოლიტიკის შედეგია.

„ეს შედეგია იმ პოლიტიკისა, რომელიც მოგვიტანა ჩვენმა დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა და განვითარება ყველა მიმართულებით და რაც მთავარია, გვაქვს დემოკრატიული მმართველობა, ეს არის რეალური დემოკრატია და არა ის ფასადური, რომელიც რამდენიმე წლის წინ – 8-9 წლის წინ იყო დამკვიდრებული ქვეყანაში. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით, ეს იყო მაფიოზური   სახელმწიფო. მაფიოზური დაჯგუფება მართავდა ჩვენს ქვეყანას – 5-6 კაცი, რომლებიც წყვეტდნენ ჩვენი მოქალაქეების ბედს, ბიზნესმენების ბედს, თუ მათთვის მიუღებელი იქნებოდა ან არ იქნებოდა მოსაწონი, ნებისმიერ ადამიანს გაუსწორდებოდნენ ფიზიკურად და მათ შორის სიცოცხლის მოსპობასაც არ მოერიდებოდნენ. ჩვენ გვახსოვს და ვიცით რეალური ისტორიები – ათასობით ადამიანის დანგრეული ცხოვრება და ოჯახები და განადგურებული ბიზნესები. 300 ათასი ადამიანი   4-მილიონიან ქვეყანაში იყო პრობაციონერი, 300 ათასი ადამიანი გაასამართლა სააკაშვილის ხელისუფლებამ, ციხეები სავსე იყო უდანაშაულო პატიმრებით და ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარი იჯდა ჩვენს საპატიმროებში. ჩვენ აქ გვესწრება ბატონი რატი ბრეგაძე და ამას წინათ, გამოსვლაში იხსენებდა, რომ 20 კვადრატულ საკანში, 30 და 30-ზე მეტი პატიმარი იყო. ამას ემატებოდა კიდევ ის არაადამიანური, არაჰუმანური, სადისტური ქმედება – წამება, გაუპატიურება, რომელიც ცხოვრების ნორმად იყო დამკვიდრებული ციხეებში და საპატიმროებში. აი, ეს იყო მეგობრებო, „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის, მათი ჯალათების და მათი მკვლელების ხელწერა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, სამწუხაროდ და საუბედუროდ, დღეს ისევ ძალადობენ ეს ადამიანები.

„ისევ გამოდიან და თრგუნავენ, მუდმივ სტრესში ამყოფებენ ჩვენს მოსახლეობას, ხელოვნურად გამოგონილი ისტორიებით, თესავენ პანიკას და შიშს საზოგადოებაში, რომ არ განვითარდეს ქვეყანა, რომ ხელი შეუშალონ და შეაფერხონ, ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ძალიან მტკიცედ ვხვდებით. ჩვენი ხალხი, ჩვენს გუნდთან ერთად, აუცილებლად გასცემს ძალიან ღირსეულ და მტკიცე პასუხს 2 ოქტომბერს და მათ მივუჩენთ საკადრის ადგილს, იმ ადგილს, რაც ახლა აქვთ მათ განსაზღვრული. ჩვენ უნდა დავაზღვიოთ ჩვენი მოსახლეობა შემდგომი შეცდომებისგან. ეს განსაცდელი, რაც ჩვენ გავიარეთ ყველამ ერთად, არის მწარე გაკვეთილი, მეგობრებო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved